სოფლის მეურნეობა
30/11/2020
ქართული ვაშლის ექსპორტი 13-ჯერ გაიზარდა
ქართულ ვაშლზე მოთხოვნა გაზრდილია.
2020 წლის 1 აგვისტოდან 29 ნოემბრამდე პერიოდში, საქართველოდან 5 562 ტონა ვაშლის ექსპორტი განხორციელდა, ეს 13-ჯერ მეტია ვიდრე 2019 წის ანალოგიურ პერიოდში.
ვაშლის ექსპორტიდან ქვეყანამ $2.4 მლნ დოლარი მიიღო, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში $2.1 მლნ-ით არის გაზრდილი.
მიმდინარე წელს წარმოებული ვაშლის ექსპორტი განხორციელდა რუსეთში, ყაზახეთში, სომხეთში, სინგაპურსა და ჰონკონგში.