სოფლის მეურნეობა
22/11/2021

ქართული თხილის ექსპორტიდან ფერმერებმა 63 მლნ-ის შემოსავალი მიიღეს

საექსპორტო ბაზრებზე ქართულ თხილზე მოთხოვნა გაზრდილია.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, 2021 წლის 1 აგვისტოდან 21 ნოემბრის ჩათვლით, საქართველოდან 13 8000 ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა, ექსპორტიდან მიღებული შემოსავლების მოცულობა კი 63.1 მლნ დოლარია.

გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული თხილის მოცულობა 34%-ით, ღირებულება 12%-ით არის გაზრდილი.

ქართული თხილის ექსპორტი, ძირითადად, ევროკავშირის ბაზრებზე ხორციელდება - იტალიაში (5,808 ტონა), გერმანიაში (2,420 ტონა), ესპანეთში (424 ტონა), ჩეხეთში (401 ტონა), პოლონეთში (337 ტონა), ლიეტუვაში (262 ტონა), საფრანგეთში (224 ტონა), ბულგარეთში (110 ტონა), ლატვიაში (70 ტონა), ესტონეთში (60 ტონა), საბერძნეთში (49 ტონა), ბელგიაში (41 ტონა), უნგრეთში (22 ტონა), ხორვატიაში (20 ტონა), უნგრეთი (22 ტონა).

ქართული თხილი ექსპორტზე გადის: სომხეთში (828 ტონა), ჩინეთში (755 ტონა), უკრაინაში (256 ტონა), რუსეთში ( 274 ტონა), ალჟირში (193 ტონა), ბელარუსში (186 ტონა), საუდის ერაყში (168 ტონა), არაბეთში (158 ტონა), შვეიცარიაში (151 ტონა), მექსიკაში (120 ტონა), აზერბაიჯანში (82 ტონა), არგენტინაში (77 ტონა), კანადაში (75 ტონა), არაბთა გაერთიანებულ ემირატებში (59 ტონა), ყაზახეთში (45 ტონა), უზბეკეთში (44 ტონა), გაერთიანებულ სამეფოში (22 ტონა), თურქეთში (22), ყირგიზეთში (22 ტონა), ტუნისში (15 ტონა), იორდანიაში (14 ტონა).

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
03

07/06/2022
ბიზნესი

საცივი, ტოლმა, ჩახოხბილი - ბაზარზე ქართული "სადილის" კონსერვები რამდენიმე დღეში გამოჩნდება
04

22/09/2022
სტარტაპი

Bitnet – ქართული კრიპტო სტარტაპი, რომელმაც საერთაშორისო ინვესტიციები მოიზიდა
05

22/06/2022
ბიზნესი

კომპანიამ "შატილი" შოკოლადის კარაქის წარმოება აღადგინა
06

03/07/2023