სოფლის მეურნეობა
27/11/2020

ქართული ტექნოლოგიით ჭაჭაზე დაყენებული ღვინო OIV-ის სპეციალური ღვინოების ჩამონათვალს დაემატა

ქართული ტექნოლოგიით,-“დურდოზე (ჭაჭა) ხანგრძლივი მაცერაციით დაყენებული ღვინო“ ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის OIV-ის სპეციალური ღვინოების ჩამონათვალს დაემატა.
 
ამ დრომდე OIV-ის სპეციალური ღვინოების ჩამონათვალში სულ 7 ღვინო შედიოდა: „შუშხუნა“, „ცქრიალა“, „შემაგრებული“, „ლიქიორული“, „ბუნებრივად ტკბილი ღვინოები“, „აისვაინი“ და „საფუვრის აპკის ქვეშ დავარგებული ღვინო”.
 
ქართული ტრადიციული ტექნოლოგიის დამატებით, სია 8-მდე გაიზარდა.
 
აღნიშნული სიახლის შესახებ შესაბამისი განმარტება შევა ენოლოგიის პრაქტიკის საერთაშორისო კოდექსში, ამ კატეგორიის ღვინოების განსაკუთრებული მახასიათებლების შესახებ მოხდება მომხმარებლების, ასევე კონკურსებზე ჟიურის წევრების ინფორმირება, რათა მათ ღვინის შესაბამისად შეფასება შეძლონ.
 
OIV-ის გადაწყვეტილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რომელსაც მეღვინეობასთან 8-ათასწლიანი უწყვეტი ისტორია და ტრადიციები აკავშირებს, ღვინის დაყენების ეს მეთოდი კი, სწორედ ჩვენს ქვეყანას უკავშირდება.
Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
03

30/04/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
04

07/06/2022
ბიზნესი

საცივი, ტოლმა, ჩახოხბილი - ბაზარზე ქართული "სადილის" კონსერვები რამდენიმე დღეში გამოჩნდება
05

22/09/2022
სტარტაპი

Bitnet – ქართული კრიპტო სტარტაპი, რომელმაც საერთაშორისო ინვესტიციები მოიზიდა
06

22/06/2022