სოფლის მეურნეობა
22/06/2023

ქართული კივის საექსპორტო ბაზრები იაპონია და სომხეთია

2022 წელს საქართველოში კივის ექსპორტისგან მიღებული შემოსავალი გაიზარდა.

"საქსტატის" ინფორმაციით, გასულ წელს ექსპორტზე ჯამში 144 ტონა 363.8  ათასი დოლარის ღირებულების კივი გავიდა, რაც 2021 წლის მაჩვენებლებთან (308.4 ათასი) შედარებით 15%-ით მეტია.

ექსპორტი იაპონიასა და სომხეთში განხორციელდა. კერძოდ, 313 ათასი დოლარის ღირებულების 120 ტონა იაპონიაში, ხოლო  50 ათასი დოლარის ღირებულების 24 ტონა კივი სომხეთში გაიყიდა.

რაც შეეხება მიმდინარე წლის მაჩვენებლებს,  2023 წელს  59 ტონა 114.8 ათასი დოლარის ღირებულების კივის  ექსპორტი განხორციელდა.

აღსანიშნავია, რომ 2021-2023 წლებში ქართული კივი ექსპორტზე  მხოლოდ ორ ქვეყანაში, იაპონიასა და  სომხეთში გავიდა.

გასულ წელს კივის ექსპორტიდან მიღებულ შემოსავალს 3-ჯერ აღემატებოდა იმპორტში გადახდილი თანხა. 2023 წელს ქვეყანაში 1.1 მლნ დოლარის კივის იმპორტი განხორციელდა. ჯამში გასულ წელს ქვეყანამ 2.6 ათასი ტონა კივი იყიდა.

agropartner.ge

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
03

07/06/2022
ბიზნესი

საცივი, ტოლმა, ჩახოხბილი - ბაზარზე ქართული "სადილის" კონსერვები რამდენიმე დღეში გამოჩნდება
04

22/09/2022
სტარტაპი

Bitnet – ქართული კრიპტო სტარტაპი, რომელმაც საერთაშორისო ინვესტიციები მოიზიდა
05

22/06/2022
ბიზნესი

კომპანიამ "შატილი" შოკოლადის კარაქის წარმოება აღადგინა
06

03/07/2023