სოფლის მეურნეობა
02/08/2021

ქართული ღვინის რეპუტაციის ზრდა - მევენახეებისა და მეღვინეების ვალდებულებები 

ქართული ღვინის რეპუტაციის მეტი ზრდის მიზნით, მთავრობამ მევენახე-მეღვინეებისთვის კონკრეტული ვალდებულებები გაწერა. 

სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, კომპანიებს კონკრეტული ვალდებულებები უჩნდებათ იმისთვის, რომ ჩაერთონ რთველის ორგანიზებულ წარმართვაში.

“კერძოდ, საჭიროა სწორი აღრიცხვა, მიკვლევადობა, ამისთვის საჭიროა რთველის საროგანიზაციო შტაბში რეგისტრაციის გავლა. ბოლო წლებში ეს სერვისები ელექტრონული გავხადეთ, შესაბამისად მიმდინარე წელსაც ეს სიახლე არ არის“,- აღნიშნა მინისტრმა. 

მისი თქმით, რთველში მონაწილე კომპანიების მიმართ მთავრობას კონკრეტულ მოთხოვნები აქვს. ეს უკავშირდება 100 ტონაზე მეტი ყურძნის გადამამუშავებელ საწარმოებში კამერების მონტაჟს და კონკრეტული მონაცემების რეგისტრაციას, რაც გადაიცემა ონლაინ რეჟიმში, რთველის საორგანიზაციო შტაბში.

“ასევე მიმდინარე წელს მნიშვნელოვანი ცვლილებები უკავშირდება ელექტრონული რეესტრის მონაცემების გამოყენებას. იანვრიდან დაიწყო ღვინის ეროვნულმა სააგენტომ მთელი საქართველოს მასშტაბით ძირითად რეგიონებში კადასტრის პროცესის გააქტიურება. შარშან პანდემიის გამო სამწუხაროდ რეგისტრაციის პროცესები შენელებული იყო, მაგრამ წელს პანდემიის მიუხედავად დავისახეთ მიზნად, რომ კახეთის რეგიონის ყველა მუნციპალიტეტში, ყველა ფერმერის სავენახე ფართობი იყოს სრულად აღრიცხული და ელექტრონული პასპორტი არსებობდეს, შესაბამისი მონაცემები შედიოდეს ელექტრონულ მონაცემთა ბაზებში, იმისთვის, რომ საქართველომ ისეთი ცივილიზებულად ჩაატაროს რთველი, როგორც ევროპის განსაკუთრებული ადგილწარმოშობის დასახელების ცნობილ რეგიონებში ხდება. მაგრამ საქართველოს შემთხვევაში ეს ეხება არა მხოლოდ კონკრეტულ ადგილწარმოშობებს, არამედ ეს ეხება მთლიანად, მევენახე-მეღვინეობის წამყვან რეგიონებს - კახეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებს. შესაბამისად, ეს რა თქმა უნდა აისახოს ქართული ღვინის რეპუტაციის კიდევ უფრო მეტ ზრდაზე და სანდოობის მეტად მოპოვებაზე“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა. 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
03

07/06/2022
ბიზნესი

საცივი, ტოლმა, ჩახოხბილი - ბაზარზე ქართული "სადილის" კონსერვები რამდენიმე დღეში გამოჩნდება
04

22/09/2022
სტარტაპი

Bitnet – ქართული კრიპტო სტარტაპი, რომელმაც საერთაშორისო ინვესტიციები მოიზიდა
05

22/06/2022
ბიზნესი

კომპანიამ "შატილი" შოკოლადის კარაქის წარმოება აღადგინა
06

03/07/2023