სოფლის მეურნეობა
16/12/2020

“ქართული ღვინის ექსპორტის ზრდის ტენდენცია სტრატეგიულ ბაზრებზე შენარჩუნებულია” - დავითაშვილი

COVID-19-ის პანდემიის პირობებშიც, ქართული ღვინის ექსპორტის ზრდის ტენდენცია სტრატეგიულ ბაზრებზე შენარჩუნებულია”, -  ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ლევან დავითაშვილმა წლის შემაჯამებელ შეხვედრაზე განაცხადა.
 
 მისი ინფორმაციით, სიტუაცია ძალიან რთული იყო მევენახეობა-მეღვინეობის ყველა ქვეყანაში. “ჩვენ მოვახერხეთ ადაპტირება, რაოდენობაში გაყიდვებისა და ბაზრებზე პოზიციების შენარჩუნება იმისთვის, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენ დავიბრუნოთ ჩვენი პოზიციები და გამოვასწოროთ მდგომარეობა. ღვინის სექტორში ჩვენ გვაქვს შემოსავლების კლება და ვფიქრობ, ეს არავისთვის არის გასაკვირი. ეს არ ეხება მხოლოდ საქართველოს, ეს არის საყოველთაო მოცემულობა, რომელიც სამწუხაროდ, ღვინის მწარმოებელ ყველა ქვეყანაში დადგა“ ,- აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
 
მისი განცხადებით, ქართული ღვინის საერთაშორისო სტრატეგიულ ბაზრებზე საექსპორტო პოტენციალის გასაძლიერებლად, მარკეტინგული აქტიობები დისტანციურ ფორმატებში, ონლაინ-დეგუსტაციებისა და ონლაინ-პლატფორმების გამოყენებით გაგრძელდა, გააქტიურდა რეკლამები ღვინის ონლაინ-საცალო გაყიდვების რეიტინგულ ვებგვერდებსა და აპლიკაციებზე, ტელევიზიებსა და რადიოებში, შეიქმნა ქართული ღვინის საპრომოციო გვერდები სხვადასხვა სოციალური მედიაში.
 
შეიქმნა „მცირე მარნების დახმარების პროგრამა“, რომლის ფარგლებში, პანდემიის შედეგად დაზარალებული ათეულობით მცირე მარნის 1500-მდე ბოთლი ღვინის ტრანსპორტირება განხორციელდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იმპორტიორებთან.
Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
03

30/04/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
04

07/06/2022
ბიზნესი

საცივი, ტოლმა, ჩახოხბილი - ბაზარზე ქართული "სადილის" კონსერვები რამდენიმე დღეში გამოჩნდება
05

22/09/2022
სტარტაპი

Bitnet – ქართული კრიპტო სტარტაპი, რომელმაც საერთაშორისო ინვესტიციები მოიზიდა
06

22/06/2022