სოფლის მეურნეობა
24/08/2022

ქართულ თხილზე ფასები ეცემა

ქართულ თხილზე ფასები ეცემა.

ანალიტიკური პორტალი EastFruit-ის ექსპერტების ანალიზის მიხედვით, ბოლო 33 კვირაში ქართულ თხილზე ფასი 27%-ით შემცირდა. ანალიტიკოსები საგანგაშოს უწოდებენ იმ ფაქტს, რომ EastFruit-ის ისტორიაში ეს ყველაზე დაბალი ფასია.

გაურჩეველი 1 კილოგრამი თხილის ფასმა გასულ კვირას 3 ლარი ($1.08) შეადგინა, ეს კი 16%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

თხილზე ფასი 2021 წლის სეზონზეც არ იყო საუკეთესო, შარშან თხილის ხაირსხზე წვიმიანმა ამინდებმა იმოქმედა. ეს პრობლემა წელსაც აქტუალურია, თხილზე დაბალი ფასი მის ხარისხთან არის დაკავშირებული, თუმცა ამავდროულად ამას ემატება შარშანდელ სეზონზე დარჩენილი თხილის მარაგებიც, რაც ასევე ამცირებს თხილის ფასს.

აღსანიშნავია, რომ თხილი ქართული პროდუქციის წამყვან საექსპორტო კალათაშიც არ არის, რომელიც როგორც წესი პირველ ათეულში ხვდებოდა. საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-ივლისში ექსპორტზე 43,79 მლნ დოლარის თხილი გავიდა ექსპორტზე, 15%-ით მეტი 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
03

07/06/2022
ბიზნესი

საცივი, ტოლმა, ჩახოხბილი - ბაზარზე ქართული "სადილის" კონსერვები რამდენიმე დღეში გამოჩნდება
04

22/09/2022
სტარტაპი

Bitnet – ქართული კრიპტო სტარტაპი, რომელმაც საერთაშორისო ინვესტიციები მოიზიდა
05

22/06/2022
ბიზნესი

კომპანიამ "შატილი" შოკოლადის კარაქის წარმოება აღადგინა
06

03/07/2023