სოფლის მეურნეობა
09/07/2020

კახეთში წარმოებული ყველი ჩიკაგოს ჰიპარმარკეტებში გაიყიდება

კახეთში წარმოებული ყველი ჩიკაგოს ჰიპარმარკეტების ქსელში შევიდა.

„ცივის ყველი“ ამერიკაში ექსპორტზე სამთვიანი აქტიური მოლაპარაკებების შემდეგ გავიდა. 10 სხვადასხვა სახეობის 250 კგ ყველი დახლებზე უკვე ხელმისაწვდომია, შემდგომ პარტიაზე კი მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია. გარდა ამერიკისა, კომპანია პროდუქტს დუბაიშიც ყიდის.

კომპანიის წარმომადგენლების განმარტებით, ქართულ ყველზე მოთხოვნა ევროპის ბაზრიდანაც არსებობს, თუმცა პროდუქტის ექსპორტირებას ევროკავშირის კანონმდებლობა აფერხებს.

საწარმო თელავში მდებარეობს და ამ დროისთვის 40-მდე ადგილობრივს ასაქმებს.

„ცივის ყველი“ 2019 წლიდან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს „ხარისხის ნიშანს“ ფლობს.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
03

07/06/2022
სტარტაპი

Bitnet – ქართული კრიპტო სტარტაპი, რომელმაც საერთაშორისო ინვესტიციები მოიზიდა
04

22/06/2022
ბიზნესი

საცივი, ტოლმა, ჩახოხბილი - ბაზარზე ქართული "სადილის" კონსერვები რამდენიმე დღეში გამოჩნდება
05

22/09/2022
ბიზნესი

კომპანიამ "შატილი" შოკოლადის კარაქის წარმოება აღადგინა
06

03/07/2023