სოფლის მეურნეობა
06/09/2021

კახეთში სტიქიისგან მიყენებული ზიანი 152 მიწის ნაკვეთს აუნაზღაურდება - თიბისი დაზღვევა

2021 წელს 8 თვის განმავლობაში თიბისი დაზღვევამ, მხოლოდ აგრო დაზღვევის ნაწილში 2 მლნ ლარამდე ზარალი აანაზღაურა, რაც 417 გაუთვალისწინებელი შემთხვევით იყო გამოწვეული. წლევანდელი მონაცემების თითქმის ნახევარს შეადგენს გასულ კვირას კახეთში სეტყვით მიყენებული ზარალი.

26 აგვისტოს ძლიერმა სეტყვამ და ქარმა, კახეთის რეგიონში, ყვარლის, თელავის და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში 4,600 ჰექტარი მსხმოიარე და რთველისთვის მზა ვენახები დააზიანა და გაანადგურა. მხოლოდ ამ სტიქიით მიყენებული ზარალიდან თიბისი დაზღვევა საკუთარი პროდუქტის - აგროდაზღვევის მეშვეობით - 152 შემთხვევას აანაზღაურებს, რაც მთლიანობაში 1 მლნ ლარს შეადგენს.

თიბისი დაზღვევა 2019 წლიდან ჩართულია აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში. ამ პერიოდიდან დღემდე, კახეთში მომხდარი ბოლო სტიქიის ჩათვლით, ჯამურად ფერმერებზე ანაზღაურებული თანხა 4,5 მილიონი ლარზე მეტია.

აგროდაზღვევის სახელმწიფო თანადაფინანსებით შეძენა შესაძლებელია ნებისმიერი პირისთვის, რომელსაც მიწა საჯარო რეესტრში აქვს რეგისტრირებული, დასაზღვევი ნაკვეთის ფართობი კი არ აღემატება 5 ჰექტარს (30 ჰა კი მარცვლეულის შემთხვევაში).

იმ შემთხვევაშიც კი, როცა ვერ კმაყოფილდება სახელმწიფო პროგრამის კრიტერიუმები, შესაძლებელია ნებისმიერი ზომის მიწის დაზღვევა სახელმწიფოს თანადაფინანსების გარეშეც.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
03

07/06/2022
ბიზნესი

საცივი, ტოლმა, ჩახოხბილი - ბაზარზე ქართული "სადილის" კონსერვები რამდენიმე დღეში გამოჩნდება
04

22/09/2022
სტარტაპი

Bitnet – ქართული კრიპტო სტარტაპი, რომელმაც საერთაშორისო ინვესტიციები მოიზიდა
05

22/06/2022
ბიზნესი

კომპანიამ "შატილი" შოკოლადის კარაქის წარმოება აღადგინა
06

03/07/2023