სოფლის მეურნეობა
25/10/2020
კახეთში ახალი სამაცივრე მეურნეობა ამოქმედდა
კახეთში ახალი სამაცივრე მეურნეობა ამოქმედდა.
სასოფლო-სამეუურნეო კოოპერატივი "ქართული ხილი" თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საწარმოა, რომელშიც 1 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა. აქედან 600 000 ლარი გრანტია. შეღავათიანი აგროკრედიტი 600 000 ლარს აჭარბებს. დანარჩენი თანხა კოოპერატივის წევრების ინვესტიციაა.
აღსანიშნავია, რომ სამაცივრე მეურნეობაში 1,000 ტონამდე ხილის შენახვაა შესაძლებელი.
კოოპერატივის წევრების თქმით, საწარმო პროდუქციის რეალიზებას როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე გეგმავს.
კოოპერატივი „ქართული ხილი“ 2019 წელს დარეგისტრირდა. მასში 5 მეპაიეა გაერთიანებული.