სოფლის მეურნეობა
01/04/2023

კახეთის მოსახლეობას ენერგოეფექტური ღუმელების შეძენა თანადაფინანსებით შეეძლება

პროგრამის წარდგენის ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი დავით წითლიძე, „საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის განხორციელების ხელშეწყობის პროექტის – „ECO.Georgia“ დირექტორი ლუტც იარჩინსკი და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე    პლატონ კალმახელიძე ესწრებოდნენ.

„საქართველოს მთავრობისთვის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ტყის რეფორმა. ამ რეფორმის ნაწილია, ენერგოეფექტური ღუმელების თანადაფინანსების პროგრამის, რაც ხელს შეუწყობს ტყეზე ზეწოლის შემცირებას,  ბრიკეტების წარმოების განვითრებას, შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს“, -  განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა.

პროექტის  „ECO.Georgia“ დირექტორის, ლუტც იარჩინსკის განცხადებით, ახალი პროგრამა  რეგიონის  მოსახლეობას შესაძლებლობას აძლევს  თანადაფინანსებით შეიძინონ  ენერგოეფექტური ღუმელები.  პროექტის ფარგლებში, მოსახლეობისთვის, სუბსიდიის სახით, ფინანსდება ენერგოეფექტური ღუმელების ღირებულების 30%, არაუმეტეს 300  ლარისა.  აღსანიშნავია, რომ ენერგოეფექტური ღუმელების გამოყენებით, თითოეული ოჯახისთვის საწვავი  ხარჯი 50%-მდე დაიზოგება.

ენერგოეფექტური ღუმელების თანადაფინანსების პროგრამა ხორცილდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ერთობლივი პროექტის „საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის განხორციელების ხელშეწყობა -ECO.Georgia“-ს ფარგლებში.

პროგრამის პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო 5 მწარმოებლის 11 ენერგოეფექტური ღუმელი. ღონისძიებას ადგილობრივი მოსახლეობა, გარემოს დაცვისა და სოფლიის მეურნეობის სამინისტროს და პროგრამის განმახორციელებელი უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
03

07/06/2022
სტარტაპი

Bitnet – ქართული კრიპტო სტარტაპი, რომელმაც საერთაშორისო ინვესტიციები მოიზიდა
04

22/06/2022
ბიზნესი

საცივი, ტოლმა, ჩახოხბილი - ბაზარზე ქართული "სადილის" კონსერვები რამდენიმე დღეში გამოჩნდება
05

22/09/2022
ბიზნესი

კომპანიამ "შატილი" შოკოლადის კარაქის წარმოება აღადგინა
06

03/07/2023