სოფლის მეურნეობა
26/06/2023

"იცვლება კლიმატი, ჩნდება ახალი გამოწვევები, რომელთა გადაჭრაც ახალი ცოდნის გარეშე შეუძლებელია" – "აგროსფეროს" სტიპენდიატი, თინათინ ივანიშვილი

აგრომეურნეობის პოპულარიზაცია, დარგით მეტი ახალგაზრდის დაინტერესება და კვალიფიციური კადრების მომზადება – ასეთია ინოვაციური სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და აგროტექნიკის იმპორტიორი კომპანიის, „აგროსფეროს“ ერთ-ერთი პრიორიტეტი. სწორედ ამ მიზნით, მან გასულ წელს „აგრარულ უნივერსიტეტთან“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა, რომლის ფარგლებშიც „აგროსფერო“ ყოველწლიურად აგრო-მიმართულებების 3 სტუდენტს სტიპენდიას გადასცემს. ამასთან, მათ და კიდევ 7 სტუდენტს აძლევს შესაძლებლობას გაიარონ სტაჟირება კომპანიის სერვისცენტრებში, პარტნიორი ფერმერების ნაკვეთებში, სადემონსტრაციო ვენახებსა და სათბურებში.

ჩვენ დავუკავშირდით წლევანდელ სტიპენდიატებს და მათ „აგროსფეროს“ პროგრამის მნიშვნელობაზე, პროფესიულ ინტერესებზე, სამომავლო გეგმებსა და საქართველოში აგრომეურნეობის გამოწვევებზე ვესაუბრეთ.

პირველს „აგრარული უნივერსიტეტის“ მევენახეობა-მეღვინეობის პროგრამის IV კურსის სტუდენტს, თინათინ ივანიშვილს გაგაცნობთ.

თინათინ, პირველ რიგში, გვითხარით, რატომ აირჩიეთ მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულება?

მე კახეთიდან ვარ და ჩემს ოჯახს ვენახები აქვს. ვაზთან და მისი მოვლის თითქმის ყველა ოპერაციასთან მეც ბავშვობიდან მქონდა შეხება. მინდოდა, ჩემი პრაქტიკული ცოდნა თეორიულით გამემყარებინა, გამეაზრებინა რას, რატომ ვაკეთებდი. ვფიქრობ, სწორი არჩევანი გავაკეთე, რადგან სწავლის პროცესში დავინახე, რამდენ რამეს აკეთებენ მეღვინეები არასწორად.

რამდენად მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ „აგროსფეროს“ სტიპენდია და, ზოგადად, მსგავსი ტიპის ხელშემწყობი პროგრამები?

ჩემთვის სტიპენდია, პირველ რიგში, იმ შრომის დაფასებაა, რაც მე უნივერსიტეტში სწავლისას ჩავდე. სასიამოვნოა იმის დანახვა, რომ არიან ადამიანები, ვინც შენს მონდომებას ხედავენ და ამას აფასებენ. ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის სტაჟირების პროგრამაც, რადგან ის შესაძლებლობას მომცემს თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გადავიტანო და კიდევ უფრო სიღრმისეული ცოდნა მივიღო მევენახეობა-მეღვინეობის დარგში.

ახლა დამწყები კურსის სტუდენტებს სულ ვეუბნები, რომ GPA-ს მიხედონ, რადგან „აგროსფეროს“ პროგრამებში მონაწილეობის მიღების მეტი შანსი ჰქონდეთ.

რას მიიჩნევთ აგრომეურნეობის მთავარ გამოწვევად საქართველოში?

დღეს მევენახეობის და, ზოგადად, სოფლის მეურნეობის დარგის მთავარ გამოწვევად კვალიფიციური კადრების ნაკლებობა მგონია. საქართველოში ფერმერების დიდი ნაწილი დროს ვერ ეწევა. მათ მხოლოდ პრაქტიკული, გამოცდილებაზე დაფუძნებული ცოდნა აქვთ. არადა დროთა განმავლობაში იცვლება კლიმატი, ჩნდება ახალი გამოწვევები, რომელთა გადაჭრაც ახალი ცოდნის გარეშე შეუძლებელია.

მევენახეობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა სამეცნიერო კვლევების ნაკლებობა. ჩვენთან ხელმისაწვდომი მასალები გაკეთებულია ფრანგულ, გერმანულ და სხვა ქვეყნის ყურძნის ჯიშებზე, მორგებულია მათ კლიმატსა და გარემოებებზე. ამ კვლევებში არსებული მიგნებების ჩვენთან სრულად გადმოტანა კი არასწორია, რადგან საქართველოს კლიმატი და პირობები განსხვავებულია. სამეცნიერო კვლევების ჩატარების სურვილი ბევრს აქვს, მათ შორის მეც, თუმცა, სამწუხაროდ, ეს დიდ ფინანსებთანაა დაკავშირებული.

თინათინ, როგორია თქვენი სამომავლო გეგმები, როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი პროფესიული გზა?

ვგეგმავ, სწავლა მევენახეობა-მეღვინეობის სამაგისტრო პროგრამაზე გავაგრძელო და გავიღრმაო აქამდე მიღებული თეორიული თუ პრაქტიკული ცოდნა. ასევე, როგორც აღვნიშნე, დიდი სურვილი მაქვს, კვლევით საქმიანობაში ჩავერთო. თუმცა არ ვიცი ეს რამდენად მოხერხდება, რადგან ელემენტარული კვლევაც კი დიდი თანხები ჯდება.

მაქვს კიდევ ორი დიდი სურვილი – შევქმნა წიგნი, რომელიც თავს მოუყრის ყველაფერს ვაზის ქართულ ჯიშებზე და მქონდეს ჩემი სერტიფიცირებული სანერგე.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
03

07/06/2022
ბიზნესი

საცივი, ტოლმა, ჩახოხბილი - ბაზარზე ქართული "სადილის" კონსერვები რამდენიმე დღეში გამოჩნდება
04

22/09/2022
სტარტაპი

Bitnet – ქართული კრიპტო სტარტაპი, რომელმაც საერთაშორისო ინვესტიციები მოიზიდა
05

22/06/2022
ბიზნესი

კომპანიამ "შატილი" შოკოლადის კარაქის წარმოება აღადგინა
06

03/07/2023