ინოვაციური სარწყავი სისტემები თანამედროვე ფერმერებისთვის
ირიგაციას ანუ ნიადაგის ხელოვნურ მორწყვას ადამიანი უძველესი დროიდან მიმართავდა, რათა უნალექობის დროს მცენარისათვის საჭირო ოდენობის წყალი მიეწოდებინა და მისი ზრდა-განვითარებისთვის შეეწყო ხელი. დროთა განმავლობაში განვითარდა ნიადაგის მორწყვის სხვადასხვა ფორმები და შეიქმნა სისტემები, რომლებმაც სულ უფრო გაამარტივა მიწების რწყვა. დღეს ინოვაციური სარწყავი სისტემების დახმარებით, თანამედროვე ფერმერები კიდევ უფრო ნაკლებად არიან დამოკიდებული ბუნებრივ ნალექზე.
როგორია თანამედროვე სარწყავი სისტემები და რა ინოვაციური მახასიათებლებითა და უპირატესობებით გამოირჩევიან ისინი? – „აგროსფეროსთან“ ერთად დღეს ნიადაგის მორწყვის თანამედროვე ფორმებზე ვისაუბრებთ.
წყლის მიზნობრივი გამოყენება
საუკუნეების განმავლობაში მორწყვის რამდენიმე მეთოდი გამოიყენებოდა, რომელთაგანაც ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიღვარვით მორწყვა, ანუ სრული ზედაპირის წყლით გაჯერება ან ტერიტორიის დატბორვაა. დღეს ის მოძველებულ მეთოდად მიიჩნევა, რადგან ის წყლის ჭარბ მოხმარებას გულისხმობს და ზოგიერთ შემთხვევაში ნიადაგის ეროზიასაც იწვევს. თანამედროვე აგრომეურნეობაში ინოვაციურ მიდგომად მიკრო ირიგაცია მიიჩნევა. მისი ერთ-ერთი სახე წვეთოვანი მორწყვის სისტემაა, რომლის დროსაც მაგისტრალური და წვეთოვანი მილების ქსელის საშუალებით წინასწარ გათვლილი რაოდენობის წყალი მცენარეთა მწკრივის გასწვრივ ჩაედინება და არ ხვდება ნიადაგის იმ ნაწილში, სადაც ის საჭირო არ არის. ამავე მეთოდის გამოყენებით, გაცილებით ეფექტიანია მცენარეთა ფერტიგაციაც ანუ სასუქებით გამოკვება.ამასთან ერთად, თანამედროვე სარწყავი სისტემები ხშირად აღჭურვილია ავტომატიზაციის კომპონენტებით,რომელიც საშუალებას აძლევს ფერმერს, ნიადაგის ტენიანობის, წინასწარ განსაზღვრული დროითი ინტერვალის ან სხვა მაჩვენებლების მიხედვით, ავტომატურ რეჟიმში მართოს სარწყავი სისტემა.
რესურსების დაზოგვა
წყლის მიზნობრივად და გონივრულად გამოყენება, ცხადია, მნიშვნელოვნად ამცირებს წყლის, ელექტრო ენერგიისა და სხვა რესურსების მოხმარებას, რასაც, პირველ რიგში, გარემოსდაცვითი მნიშვნელობა აქვს. მიკრო ირიგაცია ხარჯთეფექტურიცაა – ნაკლები რესურსის მოხმარება, ნაკლებ დანახარჯს ნიშნავს.
გაზრდილი და გაუმჯობესებული მოსავალი
მიკრო ირიგაციის დროს წყალი და საკვები ნივთიერებები თანაბრად მიეწოდება თითოეულ მცენარეს. გარდა ამისა, ამგვარი სისტემის დახმარებით, ფერმერი უკეთ მართავს მორწყვის პროცესს – აწვდის მცენარეს საჭირო ოდენობის წყალსა და საკვებ ნივთიერებებს და არ ტვირთავს მას ზედმეტი ტენითა და სხვადასხვა ელემენტებით. ეს კი უდიდეს გავლენას ახდენს მცენარის ჯანსაღ ზრდა-განვითარებაზე, რაც ხარისხიან და გაზრდილ მოსავალზე აისახება.
ინოვაციური სარწყავი სისტემები IRRITEC-სგან
IRRITEC იტალიური კომპანიაა, რომელიც თითქმის 50 წელია ინოვაციურ სარწყავ სისტემებს ქმნის და ფერმერებს მორწყვასთან დაკავშირებულ ჭკვიანურ გადაწყვეტებს სთავაზობს. მან დაფუძნებიდან მალევე მოიპოვა ლიდერობა თავის დარგში და დღეს ინოვაციური სარწყავი სისტემების ერთ-ერთ წამყვან ბრენდად მიიჩნევა.
IRRITEC-თან წლებია ოფიციალურად თანამშრომლობს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და აგროტექნიკის იმპორტიორი კომპანია „აგროსფერო“ და ქართველ ფერმერებს მისი ინოვაციური პროდუქციით უზრუნველყოფს. საქართველოში ხელმისაწვდომია IRRITEC-ის მზა წვეთოვანი სარწყავი კომპლექტი IRRIGO-ც. ის წვეთოვანი მორწყვის სისტემას წარმოადგენს და განკუთვნილია მოყვარულთათვის, 150 კვ.მ.-ის ტერიტორიისთვის. კომპლექტს მოჰყვება სამონტაჟო ინსტრუმენტები და ინსტრუქციაც, რომელთა დახმარებითაც მისი აწყობა მოყვარულს თავად შეუძლია. ამასთან, მას არ სჭირდება წყლის წნევის ხელოვნურად შექმნა ან ელექტრო ენერგია.
აღსანიშნავია ისიც, რომ „აგროსფერო“ პარტნიორ ფერმერებს უწევს აგრო-კონსულტაციასაც – ეხმარება საჭიროებების იდენტიფიცირებაში, პროდუქტების შერჩევასა და მათ სწორად გამოყენებაში. ქართველ ფერმერებს საშუალება აქვთ კონსულტაციით სარწყავი სისტემების შეძენამდეც ისარგებლონ, სპეციალისტთა გუნდთან ერთად შეარჩიონ მათზე მორგებული პროდუქტი და მისი ინოვაციური მახასიათებლების სრულად ათვისებით, ნაკლები ძალისხმევითა და დანახარჯით, გაზარდონ მოსავლის ოდენობა და ხარისხი.