სოფლის მეურნეობა
21/06/2023

იანვარ-მაისში საქართველოდან ღვინის ექსპორტი 30%-ით გაიზარდა

იანვარ-მაისში საქართველოდან  ღვინის ექსპორტი 30%-ით გაიზარდა,- ინფორმაციას "საქსტატი" აქვეყნებს. 

2023 წლის პირველ ხუთ თვეში ქვეყნიდან $103.5 მლნ დოლარის ღირებულების ღვინის ექსპორტი განხორციელდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს მაჩვენებელი დაახლოებით 80 მლნ დოლარი იყო.

ყურძნის ნატურალური ღვინოები საქართველოსთვის კვლავ ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო პროდუქტია და უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფების ჩამონათვალში  მესამე ადგილს იკავებს. მთლიან ექსპორტში ღვინის წილი კი 4.1%-ს შეადგენს.

ქართული ღვინისთვის ძირითადი ბაზარი კვლავ რუსეთია. რუსეთში 69.1 მლნ დოლარის ღირებულების ღვინის ექსპორტი განხორციელდა.

5.1 მლნ დოლაარის ღირებულების ღვინო კი ჩინეთში გაიყიდა.

agropartner.ge

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
03

07/06/2022
ბიზნესი

საცივი, ტოლმა, ჩახოხბილი - ბაზარზე ქართული "სადილის" კონსერვები რამდენიმე დღეში გამოჩნდება
04

22/09/2022
სტარტაპი

Bitnet – ქართული კრიპტო სტარტაპი, რომელმაც საერთაშორისო ინვესტიციები მოიზიდა
05

22/06/2022
ბიზნესი

კომპანიამ "შატილი" შოკოლადის კარაქის წარმოება აღადგინა
06

03/07/2023