სოფლის მეურნეობა
10/12/2020

ჰონგ-კონგში “ქართული ღვინის კვირეული” გაიმართა

ღვინის ეროვნული საააგნტოს ინფორმაციით, ჰონგ-კონგში “ქართული ღვინის კვირეული” გაიმართა. ღონისძიება მოიცავდა სემინარებსა და დეგუსტაციებს ქართული ღვინის შესახებ.
 
კვირეულს 400-ზე მეტი დაინტერესებული სტუმარი და პოტენციური იმპორტიორი დაესწრო, რომელთაც შესაძლებლობა მიეცათ გაცნობოდნენ 18 ღვინის კომპანიის და 13 მცირე მარნის ღვინოს. რამდენიმე მათგანმა, უკვე დაიმსახურა იმპორტიორების ყურადღება.
 
მცირე მარნების მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია Covid-19-ის ვირუსის პანდემიის ფონზე, რომელმაც მსოფლიოს სხვა ქვეყნების მსგავსად, ქართული ღვინის ინდუსტრიაც დააზარალა.
 
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით შემუშავებული „მცირე მარნების მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ღვინის ეროვნული სააგენტო მცირე მარნების სადეგუსტაციო ნიმუშების სხვადასხვა ქვეყანაში ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს.
 
პარალელურად, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კიდევ 3 ქალაქში: შანხაიში, შენჯენსა და ჩენგდუში ქართული ღვინის სემინარები და დეგუსტაციები სახელწოდებით „Georgian Wine Roadshow“ გაიმართა.
Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
03

30/04/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
04

07/06/2022
ბიზნესი

საცივი, ტოლმა, ჩახოხბილი - ბაზარზე ქართული "სადილის" კონსერვები რამდენიმე დღეში გამოჩნდება
05

22/09/2022
სტარტაპი

Bitnet – ქართული კრიპტო სტარტაპი, რომელმაც საერთაშორისო ინვესტიციები მოიზიდა
06

22/06/2022