სოფლის მეურნეობა
24/03/2022

"გვაქვს შესაძლებლობა, არ ვიყოთ დამოკიდებული რუსეთზე და გავხდეთ ევროპის სრულფასოვანი წევრი"

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, გელა ხანიშვილის თქმით, საქართველოს მთავრობა მუშაობს, რომ ყველაფერი რაც არ გვაქვს, შექმნას და განავითაროს.

"როდესაც 2014 წელს ასოცირების ხელშეკრულება დაიდო, იმავე წელს გაიწერა, რომ თუ გვინდა ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობა, 2015-დან 2027 წლის პერიოდში უნდა მივიღოთ 272 ფუნდამენტური დოკუმენტი სოფლის მეურნეობის დარგში. ამ ეტაპზე, მიღებული გვაქვს 140 ნორმატიული აქტი, რომელიც ქმნის იმის შესაძლებლობას, რომ არ ვიყოთ არამდგრად ბაზრებზე დამოკიდებული, როგორიცაა რუსეთი და გავხდეთ ევროპის სრულფასოვანი წევრი,"– ამბობს მინისტრის მოადგილე.

ხანიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ 2013 წლამდე სოფლის მეურნეობაში არ ჩადებულა არაფერი, 2013 წლის შემდეგ კი სახელმწიფომ ფერმერებთან ერთად 4.5 მლრდ ლარი დახარჯა იმ ფუნდამენტის შესაქმნელად, რომელზეც მომავალი შენდება.

"ამ თანხით მივიღეთ დიდი ეფექტი, პირველ რიგში, გაშენდა ახალი კულტურების ბაღები მინიმუმ 15 000 ჰექტარზე. აქ არ შედის 12 000 ჰექტარი ვენახი. ამასთან, რეაბილიტაცია ჩაუტარდა 1000-ზე მეტ საწარმოს, აშენდა 200-ზე მეტი ახალი საწარმო. შედეგად, 2021 წელს ექსპორტის თანხა $200 მლნ-ით გავზარდეთ და მივაღწიეთ $1.1 მლრდ-ზე მეტს, რაც რეჯორდულია, თუმცა არა საკმარისი," –განაცხადა გელა ხანიშვილმა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
03

07/06/2022
ბიზნესი

საცივი, ტოლმა, ჩახოხბილი - ბაზარზე ქართული "სადილის" კონსერვები რამდენიმე დღეში გამოჩნდება
04

22/09/2022
სტარტაპი

Bitnet – ქართული კრიპტო სტარტაპი, რომელმაც საერთაშორისო ინვესტიციები მოიზიდა
05

22/06/2022
ბიზნესი

კომპანიამ "შატილი" შოკოლადის კარაქის წარმოება აღადგინა
06

03/07/2023