სოფლის მეურნეობა
22/06/2023

გიორგი მიშელაძე: საქართველოში დარეგისტრირებული საძოვრების რაოდენობა მცირეა

საქართველოში დარეგისტრირებული საძოვრების რაოდენობა მცირეა. მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის გიორგი მიშელაძის ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, სახელმწიფო საკუთრებაში დაახლოებით 126 000 ჰექტარია რეგისტრირებული.

თუმცა, მისი თქმით, რეგისტრაციის პროცესი მიმდინარეობს და საძოვრების რაოდენობა, გაიზრდება.

აქვე, გიორგი მიშელაძე აღნიშნავს, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის პროგრამამ დაარეგულირა ის საკითხი, რომ საძოვრის მომხმარებელი შეიძლება იყოს მხოლოდ ის პირი, ვისაც მსხვილფეხა ან წვრილფეხა პირუტყვი ჰყავს.

"ქვეყანაში ძალიან ცოტა მიწაა რეგისტრირებული საძოვრის სახით და გარკვეული ტერიტორიები დასარეგისტრირებელია. შესაბამისად, პროგრამაში გათვალისწინებულია, რომ თუ დაინტერესებული პირი სარგებლობს უკვე, ან სურვილი აქვს რომ ისარგებლოს პროგრამის ფარგლებში ნაკვეთით, რომელიც არ არის რეგისტრირებული საერთოდ, მას აქვს შესაძლებლობა, თავისივე ინიციატივით მოახდინოს აზომვითი ნახაზის წარმოება და წარმოადგინოს პროგრამით გათვალისწინებული დოკუმენტები, ჩვენ უზრუნველვყოფთ ამ ნაკვეთის აღრიცხვას , დარეგისტრირებას სახელმწიფო საკუთრებაში და ამის შემდეგ უკვე პროგრამაში იქნება ჩართული. 

ასევე ბევრი მიწაა საძოვრის სახით გამოყენებული, რომელიც დარეგისტრირებულია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით, ოღონდ საძოვრის კატეგორია არ აქვს, თუმცა, იყენებენ საძოვრად. ამ შემთხვევაშიც შეუძლია პირს გააკეთოს განაცხადი და ჩვენ უზრუნველვყოფთ კატეგორიის განსაზღვრას. 

პირი, რომელიც წლებია სამართლებრივი საფუძვლის გარეშე სარგებლობს, მათზე პირდაპირ გადაცემას ვერ მოვახდენთ. ასეთ შემთხვევაში, მათ აქვთ შესაძლებლობა, პროგრამის ფარგლებში შემოიტანონ განაცხადი, თუ მათ გარდა განაცხადი არ იქნება, მაშინ საწყის სააუქციონო ღირებულებაში გადაეცემა ნაკვეთი, ხოლო, თუ მასთან ერთად განაცხადი სხვასაც აქვს შემოტანილი, მაშინ აუქციონი მოუწევთ",- განაცხადა გიორგი მიშელაძემ გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" სტუმრობისას. 

agropartner.ge

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
03

07/06/2022
ბიზნესი

საცივი, ტოლმა, ჩახოხბილი - ბაზარზე ქართული "სადილის" კონსერვები რამდენიმე დღეში გამოჩნდება
04

22/09/2022
სტარტაპი

Bitnet – ქართული კრიპტო სტარტაპი, რომელმაც საერთაშორისო ინვესტიციები მოიზიდა
05

22/06/2022
ბიზნესი

კომპანიამ "შატილი" შოკოლადის კარაქის წარმოება აღადგინა
06

03/07/2023