სოფლის მეურნეობა
15/09/2022

გიორგი ხანიშვილი: ვფიქრობ, ლურჯ მოცვს აჭარაში ძალიან დიდი პერსპექტივა აქვს

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი ფიქრობს, რომ აჭარაში ლურჯ მოცვს დიდი პერსპექტივა აქვს. 

როგორც მან ბათუმში კენკროვანი კულტურების საერთაშორისო ფორუმზე განაცხადა, სტაბილურად მიმდინარეობს ნარგავების გაშენება და სახელმწიფო პროგრამებით სარგებლობა. 

"ბოლო წლებში, ინტენსიურად მიმდინარეობს კენკროვანი კულტურების წარმოება როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში. ძირითადი ბაზა, რა თქმა უნდა, დასავლეთ საქართველოა.  მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო ფორუმი ბათუმში ტარდება, რადგან აჭარის რეგიონისთვის კენკროვანი კულტურების წარმოება სიახლეა; ვფიქრობ, ლურჯ მოცვს აჭარაში ძალიან დიდი პერსპექტივა აქვს. სტაბილურად მიმდინარეობს ნარგავების გაშენება და სახელმწიფო პროგრამებით სარგებლობა; ამავდროულად, უკვე ვიღებთ მოსავალს, რომელიც ბოლო 2 წლის განმავლობაში გასამმაგდა; უკვე მსოფლიო ეკონომიკურ ბაზრებს მიეწოდება ქართული, ხარისხიანი კენკროვანი პროდუქცია", - აღნიშნა გიორგი ხანიშვილმა.

ფორუმის მონაწილე ადგილობრივმა და საერთაშორისო ექსპერტებმა სერბეთიდან, იტალიიდან, პორტუგალიიდან და  პოლონეთიდან ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება კენკროვანი კულტურების მოყვანის მეთოდებზე, იმსჯელეს თანამედროვე აგროტექნოლოგიებზე, კენკროვანი კულტურების მწარმოებელთა წინაშე მდგარ გამოწვევებზე და ექსპორტის შესაძლებლობებზე. ასევე, განიხილეს  ის მარკეტინგული ინსტრუმენტები, რომლებიც კენკროვანი კულტურების სექტორის კონკურენტუნარიანობის გასაზრდელად შეიძლება იყოს გამოყენებული. 

"მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები კენკრის საერთაშორისო ფორუმის გახსნაზე. ჩვენ ამ 30 წლის განმავლობაში, რომელიც საქართველოს და ამერიკას აკავშირებს, ვახორციელებდით სხვადასხვა სექტორის დაფინანსებას და მხარდაჭერას, მათ შორის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სექტორის, სოფლის მეურნეობის, რადგან სწორედ სოფლის მეურნეობა ქმნის შესაძლებლობას ხალხისთვის.  ჩვენ ამას ვახორციელებთ ჩვენს პარტნიორებთან ერთად, საქართველოს მთავრობასთან, კერძო სექტორის ჩართულობით",-განაცხადა USAID-ის მისიის ხელმძღვანელმა, ჯონ პენელიმ.  

საერთაშორისო ფორუმში სხვადასხვა სამთავრობო უწყებისა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები და კენკრის მწარმოებლები მონაწილეობდნენ. 

კენკროვანი კულტურების საერთაშორისო ფორუმი ადგილობრივი მმართველობის ორგანოებთან მჭიდრო თანამშრომლობით, USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამისა და თიბისი  ბანკის   მხარდაჭერით ჩატარდა. 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
03

07/06/2022
ბიზნესი

საცივი, ტოლმა, ჩახოხბილი - ბაზარზე ქართული "სადილის" კონსერვები რამდენიმე დღეში გამოჩნდება
04

22/09/2022
სტარტაპი

Bitnet – ქართული კრიპტო სტარტაპი, რომელმაც საერთაშორისო ინვესტიციები მოიზიდა
05

22/06/2022
ბიზნესი

კომპანიამ "შატილი" შოკოლადის კარაქის წარმოება აღადგინა
06

03/07/2023