სოფლის მეურნეობა
02/03/2021

გიორგი ხანიშვილი: იმერეთის აგროზონის პროექტირებაზე უკვე ₾2.5 მლნ-ია დახარჯული

„იმერეთის აგროზონამ“ სასათბურე მეურნეობების კლასტერის განვითარების პროექტში მონაწილეობის მისაღებად ინტერესეთა გამოხატვა გამოაცხადა.

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, აგროზონის პროექტირებაზე უკვე 2.5 მლნ ლარია დახარჯული.

„ეს არის პროექტი, რომელიც წყალტუბოს რაიონში მნიშვნელოვანი კლასტერის განვითარებას უზრუნველყოფს. იმერეთის აგროზონამ შეძლო და საქართველში განახორციელა უნიკალური საპროექტო სამუშაოები. ჩვენ მსოფლიოს ყველა საფინანსო ინსტიტუტთან გვქონდა უკვე კომუნიკაცია იმისთვის, რომ მაქსიმალური ინტერესი იყოს გამოხატული დასავლეთ საქართველოში მწვანილის კლასტერის განვითარებაზე. ეს არის კლასტერი, რომელიც იქნება უნიკალური თავისი სასათბურე კომპლექსით. ის საშუალებას მისცემს როგორც ქართველ ისე უცხოელ ინვესტორებს, რომლებიც მწვანილის ან სხვა სასათბურე კულტურის წარმოებით არიან დაინტერსებული შემოვიდნენ და ინვესტიცია განახორციელონ,“ - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

მისივე განმარტებით, იმერეთის აგროზონაში წარმოებული პროდუქტი მსოფლიოს ბაზრებზე ქუთაისის აეროპორტის საშუალებით გავა.

„ეს საშუალებას მოგვცემს უმოკლეს ვადებში ხარისხიანი ახალი პროდუქცია მივაწოდოთ მსოფლიო ბაზრებს. ეს არის პირველი სუპერ თანამედროვე შეთავაზება მსოფლიოს ინვესტორებისთვის. ეს კლასტერი იქნება საფუძველი რომ დავიპყროთ ნებისმიერი ქვეყნის ბაზარი,“- განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
03

07/06/2022
ბიზნესი

საცივი, ტოლმა, ჩახოხბილი - ბაზარზე ქართული "სადილის" კონსერვები რამდენიმე დღეში გამოჩნდება
04

22/09/2022
სტარტაპი

Bitnet – ქართული კრიპტო სტარტაპი, რომელმაც საერთაშორისო ინვესტიციები მოიზიდა
05

22/06/2022
ბიზნესი

კომპანიამ "შატილი" შოკოლადის კარაქის წარმოება აღადგინა
06

03/07/2023