სოფლის მეურნეობა
11/10/2022

გიორგი ხანიშვილი: ღვინის სექტორი ნაბიჯ-ნაბიჯ სუბსიდირების საჭიროებიდან გამოვა

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი გადაცემაში "ბიზნესი რუსთავი 2" აცხადებს, რომ რთველი ფაქტობრივად ფინალურ სტადიაზეა და წარმატებით სრულდება. 

"წინა წლებთან შედარებით სუბსიდიის მოცულობა 40-50 მლნ ლარით ნაკლები დაგვჭირდა. ეს არის მნიშვნელოვანი, რადგან სახელმწიფო მუდმივად ცდილობს განახორციელოს ისეთი ღონისძიებები, რომლებიც აუცილებელია სუბსიდირების თვალსაზრისით, მაგრამ ყველა ვთანხმდებით, რომ სუბსიდირება არ არის მაინც და მაინც კარგი. წლევანდელმა წელმა დაადასტურა, რომ ის ზომები, რაც სახელმწიფომ გაატარა ეფექტურია და ყურძნის მოსავლის საკმაოდ დიდი ნაწილი ჩაიბარა კერძო სექტორმა.

რა თქმა უნდა, სახელმწიფოს როლი მნიშვნელოვანი იყო, თუმცა ვფიქრობ, მომავალ წლებში ჩვენი სწორი სტრატეგიის შედეგად, შევძლებთ გამოვიდეთ სუბსიდირების საკითხიდან და ჩვენი უძველესი ტრადიცია და უწყვეტი ისტორია მივაწოდოთ მსოფლიოს მივაწოდოთ წმინდა ბიზნეს საწყისებზე დაფუძნებული და არა სუბსიდირების საჭიროებაზე. ამ მხრივ კარგი სტარტი გვქონდა და 2017-18 წელს რთველი სუბსიდირების გარეშე ჩავატარეთ. თუმცა 2019 წელს განვითარებულმა პოლიტიკურმა მოვლენებმა რადიკალურად შეცვალა ფერმერების, გადამმუშავაბელი სექტორის მოთხოვნები, იძულებული გავხდით ხელახლა დავიწყეთ ბიზნესზე ზრუნვა," - ამბობს გიორგი ხანიშვილი.

მისივე თქმით, ნაბიჯ-ნაბიჯ სუბსიდირების საჭიროებიდან სექტორი მაინც გამოვა და საქართველოს მთავრობას ამისთვის სწორი სტრატეგია აქვს.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
03

07/06/2022
ბიზნესი

საცივი, ტოლმა, ჩახოხბილი - ბაზარზე ქართული "სადილის" კონსერვები რამდენიმე დღეში გამოჩნდება
04

22/09/2022
სტარტაპი

Bitnet – ქართული კრიპტო სტარტაპი, რომელმაც საერთაშორისო ინვესტიციები მოიზიდა
05

22/06/2022
ბიზნესი

კომპანიამ "შატილი" შოკოლადის კარაქის წარმოება აღადგინა
06

03/07/2023