სოფლის მეურნეობა
27/09/2021

"ღვინის გზის" პროექტში წელს ღვინის მასპინძელი 48 ობიექტი ჩაერთვება

„ღვინის გზის“ პროექტში მონაწილეთა არეალი გაფართოვდა.

წელს ღვინის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციამ ქვეყანაში ღვინის ტურიზმის მასპინძელი 28 ახალი ობიექტისათვის საგზაო მანიშნებლები დაამონტაჟა. 20 ახალი ობიექტისათვის მიმდინარეობს საგზაო მანიშნებლების მონტაჟი.  საბოლოო ჯამში წელს  პროექტში 48 ახალი ღვინის მასპინძელი ობიექტი ჩაერთვება  შემდეგი რეგიონებიდან:  კახეთი, მცხეთა-მთიანეთი, იმერეთი, სამეგრელო, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი , გურია და რაჭა-ლეჩხუმი.

ადმინისტრაციამ წელს სამეგრელო-ზემო სვანეთში 6 სალაშქრო ბილიკი მონიშნა, ბილიკების ჯამური სიგრძე 105 კმ-ს შეადგენს. ადმინისტრაციის ორგანიზებით მიმდინარეობს სამცხე-ჯავახეთის, იმერეთისა და გურიის რეგიონების სამთო-საფეხმავლო ბილიკების მონიშვნის სამუშაოები. ბილიკების ჯამური სიგრძე შეადგენს 120 კმ-ს და პროექტი ოქტომბერში სრულდება.

2021 წელს გორის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე სოციალურ ქსელებში ქალაქისა და ადგილის პოპულარიზაციის მიზნით სასურათე ჩარჩო დამონტაჟდა. ატენის ხეობაში კი  მდინარე ტანას სანაპიროზე მოეწყო საპიკნიკე ინფრასტრუქტურა, რომელიც ხეობის სტუმრებს კეთილმოწყობილ სივრცეს სთავაზობს.

USAID-ის პროექტის ფარგლებში, მიზნობრივ რეგიონებში დამონტაჟდა ტურისტული საინფორმაციო ცენტრების ახალი აბრები.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
03

07/06/2022
ბიზნესი

საცივი, ტოლმა, ჩახოხბილი - ბაზარზე ქართული "სადილის" კონსერვები რამდენიმე დღეში გამოჩნდება
04

22/09/2022
სტარტაპი

Bitnet – ქართული კრიპტო სტარტაპი, რომელმაც საერთაშორისო ინვესტიციები მოიზიდა
05

22/06/2022
ბიზნესი

კომპანიამ "შატილი" შოკოლადის კარაქის წარმოება აღადგინა
06

03/07/2023