სოფლის მეურნეობა
19/06/2020

ღვინის ექსპორტი 11%-ით შემცირდა

ღვინის ექსპორტი კლების ტრენდს ინარჩუნებს.

საქსტატის მონაცემებით, 5 თვეში საექსპორტო ბაზრებზე 73.2 მლნ დოლარის ქართული ღვინო იყო გატანილი, წლიურ ჭრილში კლება 11.3%-ია.

ღვინის ექსპორტის უდიდესი წილი - 59% კვლავ რუსეთზე მოდის. ამ ქვეყანაში 5 თვეში 43.4 მლნ დოლარის ღვინო გავიდა, თუმცა წინა წელთან შედარებით კლებაა 7.7 მილიონით.

აღსანიშნავია, რომ აპრილის ჩავრდნის შემდეგ, მაისში ღვინის ექსპორტში ზრდა იყო. თუ აპრილში საექსპორტო ბაზრებზე 11.2 მლნ ღვინო იყო გატანილი, მაისში ეს მაჩვენებელი 17.7 მილიონამდე გაიზარდა, თუმცა შარშანდელ მაჩვენებელს (19.12 მლნ) მაინც ჩამორჩება.