გელა ხანიშვილი: საქართველო გრძელვადიან პერიოდში იმპორტირებულ ხორბალზე იქნება დამოკიდებული
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე განმარტავს, რომ საქართველო გრძელვადიან პერიოდში იმპორტირებულ ხორბალზე იქნება დამოკიდებული. როგორც გიორგი ხანიშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აღნიშნავს, ამის მიზეზი საქართველოს მცირე მიწიანობაა.
„საქართველო წელიწადში დაახლოებით 600 000 ტონა სასურსათო ხორბალს მოიხმარს. ჩვენი წარმოების პარამეტრები დაახლოებით 150 000 ტონის ფარგლებშია. 1 ჰექტარზე ჩვენი მეზობელი ქვეყნების საშუალოზე მაღალ მოსავალს ვაწარმოებთ. მაგალითად, ყაზახეთს 1 ჰექტარზე 0.8 ტონა მოსავლიანობა აქვს, რუსეთში 2.5 ტონა. ამ პარამეტრებში ვართ ჩვენც, კერძოდ, 1 ჰექტარზე 2.7 ტონა. მაგრამ ჩვენ მცირემიწიანი ქვეყანა ვართ, ამიტომ ჩვენთვის მეტი ინტენსიფიკაციაა საჭირო. იმისთვის, რომ ხორბლის მოყვანა ბიზნესად იქცეს, ჩვენი საჰექტრო მოსავლიანობა მინიმუმ 5 ტონამდე უნდა გაიზარდოს. მაგრამ გრძელვადიან პერიოდში ქვეყანა მაინც იქნება დამოკიდებული იმპორტირებულ ხორბალზე“,- აღნიშნა ხანიშვილმა.