სოფლის მეურნეობა
22/12/2021

"გეგუთის" მწვანილი ექსპორტზე იყიდება

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთში არსებული სასათბურე და სამაცივრო მეურნეობა შპს „გეგუთი 2005“ მწვანილის ექსპორტს უკრაინაში, მოლდოვაში, პოლონეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში ახორციელებს.

15,000 კვმ-ზე მდებარე სასათბურე მეურნეობაში 50 ადამიანია დასაქმებული. ამჟამად, სათბურში მწვანილის კრეფა და სარეალიზაციოდ მომზადება მიმდინარეობს.

სასათბურე და სამაცივრო მეურნეობა შპს „გეგუთი 2005“ სოფლის განვითარების სააგენტოსა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სოფლის მეურნეობის პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა. მეურნეობის შესაქმნელად განხორციელებული ინვესტიციის მოცულობა 1 მლნ ლარს აჭარბებს, მათ შორის, შეღავათიანი აგროკრედიტი 150,000 დოლარზე მეტია. 

შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში სასათბურე მეურნეობის შექმნისა და განვითარების მიზნობრიობით გაცემული სესხის ოდენობა 106 მლნ ლარს  აღემატება,  სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული თანადაფინანსება 16 მლნ ლარს აჭარბებს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
03

07/06/2022
ბიზნესი

საცივი, ტოლმა, ჩახოხბილი - ბაზარზე ქართული "სადილის" კონსერვები რამდენიმე დღეში გამოჩნდება
04

22/09/2022
სტარტაპი

Bitnet – ქართული კრიპტო სტარტაპი, რომელმაც საერთაშორისო ინვესტიციები მოიზიდა
05

22/06/2022
ბიზნესი

კომპანიამ "შატილი" შოკოლადის კარაქის წარმოება აღადგინა
06

03/07/2023