სოფლის მეურნეობა
21/01/2021

ფქვილზე სახელმწიფო სუბსიდიის მოცულობა იზრდება

პურის გაძვირების შესაჩერებლად, მთავრობას, დამატებითი ფინანსური რესურსის გამოძებნა მოუწევს. დღეს მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე ცნობილი გახდა, რომ 1 ტომარა ფქვილზე სახელმწიფო სუბსიდია 10 ლარიდან 15 ლარამდე იზრდება.

"პროგრამაში თავიდანვე ჩადებული იყო რისკები, რომ მაგალითად, რუსეთს 15 თებერვლიდან შემოაქვს კვოტირება, ასევე სავალუტო რისკი, ელექტროენერგიის გაძვირების რისკი. 2-2 მილიონი ლარი განაწილდა პროგრამის პირველ ორ თვეზე, მაგრამ ამ რისკებმა იმუშავა და ახლა ხორბალი სერიოზულად გაძვირებულია. თუ სუბსიდიის ამოქმედებისას 1 ტომარა პირველი ხარისხის ფქვილი 63 ლარი ღირდა, დღეს მისი ფასი 68 ლარს შეადგენს. შესაბამისად, 10 -ლარიანი სუბსიდია, რომელიც პირველ 2 თვეზე იყო გათვლილი, ახლა უკვე საკმარისი აღარ არის“ - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პურის გაძვირების შესაჩერებლად, სახელმწიფო პირველი ხარისხის ფქვილს ასუბსიდირებს, რისთვისაც ჯამში 10 მლნ ლარი გამოიყო. გაიზრდება თუ არა სუბსიდიის მთლიანი თანხის მოცულობა ამ ეტაპზე უცნობია. 

სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში ჩატარებულ პირველ ტენდერში 8 წისქვილ-კომბინატმა გაიმარჯვა, რომელიც 52 პურის ქარხანას 1 ტომარა პირველი ხარისხის ფქვილს ფიქსირებულ, 53 ლარად აწვდის.

პროგრამა 1-ელ დეკემბერს დაიწყო და 4 თვის განმავლობაში გაგრძელდება.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
03

07/06/2022
ბიზნესი

საცივი, ტოლმა, ჩახოხბილი - ბაზარზე ქართული "სადილის" კონსერვები რამდენიმე დღეში გამოჩნდება
04

22/09/2022
სტარტაპი

Bitnet – ქართული კრიპტო სტარტაპი, რომელმაც საერთაშორისო ინვესტიციები მოიზიდა
05

22/06/2022
ბიზნესი

კომპანიამ "შატილი" შოკოლადის კარაქის წარმოება აღადგინა
06

03/07/2023