სოფლის მეურნეობა
27/01/2021

ფქვილის ფასის სუბსიდირების სახელწიფო პროგრამაზე ინტერესთა გამოხატვა დაიწყო

ფქვილის ფასის სუბსიდირების სახელწიფო პროგრამაზე ინტერესთა გამოხატვა დაიწყო. 2021 წლის თებერვალ-მარტის განმავლობაში 50 კილოგრამიანი ტომარა  პირველი ხარისხის ფქვილის პურის მწარმოებელი კომპანიებისთვის 53 ლარად მიწოდებაზე ტენდერი დღეს 2 საათიდან გაიხსნა და 29 თებერვლის 2 საათამდე გაგრძელდება.

მომდევნო ორი თვის განმავლობაში მთავრობის გადაწყვეტილებით ერთი ტომარა ფქვილის ფასი 10 ლარის ნაცვლად 15-ით დასუბსიდირდება. ცვლილების მიუხედავად ჯერ კიდევ უცნობია მოხდა თუ არა თუ არა სუბსიდიის მთლიანი ბიუჯეტის თანხის კორექტირება, რომელიც პირველ ეტაპზე 10 მლნ ლარით იყო განსაზღვრული. ცნობისთვის სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში ჩატარებულ პირველ ტენდერში 8 წისქვილ-კომბინატმა გაიმარჯვა, რომლებიც  52 პურის ქარხანას 1 ტომარა პირველი ხარისხის ფქვილს ფიქსირებულ, 53 ლარად აწვდიდნენ. თუმცა მას შემდეგ რაც 1 ტომარა პირველი ხარისხის ფქვილის ფასი 63-დან 68 ლარამდე გაიზარდა მომდევნო ორი თვის მიწოდებისთვის ტენდერის პირობების გადახედვა გახდა აუცილებელი.

ტენდერის პირობები  მიხედვით უპირველესად ხელშეკრულება გაფორმდება იმ პოტენციურ ბენეფიციართან,  რომელსაც განაცხადში დაფიქსირებული ექნება სუბსიდიის უმცირესი თანხა ყოველ ერთ 50 კილოგრამიან ტომარა  პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილზე გადაანგარიშებით.

პროგრამის ფარგლებში პოტენციური ბენეფიციარების განაცხადების და სხვა დამატებითი დოკუმენტების მიღება ხორციელდება სპეციალურად შექმნილი ელექტრონული ფოსტის [email protected] მეშვეობით.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
03

30/04/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
04

07/06/2022
ბიზნესი

საცივი, ტოლმა, ჩახოხბილი - ბაზარზე ქართული "სადილის" კონსერვები რამდენიმე დღეში გამოჩნდება
05

22/09/2022
სტარტაპი

Bitnet – ქართული კრიპტო სტარტაპი, რომელმაც საერთაშორისო ინვესტიციები მოიზიდა
06

22/06/2022