სოფლის მეურნეობა
23/06/2023

ფერმერთა ასოციაცია: სექტორში მუშახელის დეფიციტის პრობლემა წელს განსაკუთრებით გამწვავებულია

"ფერმერთა ასოციაციის" თავმჯდომარის მოადგილის, რატი ასლამაზიშვილის ინფორმაციით,  სოფლის მეურნეობის სექტორში მუშახელის დეფიციტის პრობლემა წელს განსაკუთრებით გამწვავებულია. 

როგორც "ფერმერთა ასოციაციის" თავმჯდომარის მოადგილე „აგროპარტნიორთან“ საუბრისას განმარტავს, აგრარული მიმართულების ყველა დარგში კადრების დეფიციტია.

„ყველასთან არის ეს პრობლემა, მაგრამ ასეთი მწვავე ეს საკითხი აქამდე არ ყოფილა. თუ ადრე ვსაუბრობდით პროფესიული კადრების დეფიციტზე,  ახლა ემიგრაციის ფონზე, მუშახელის სერიოზული ნაკლებობაა. საზღვარგარეთ სამუშაოდ პირველ რიგში  ეს კატეგორია მიდის.  პრობლემა ყველა დარგშია და  ვერ ვიტყვით რომ რომელიმე განებივრებულია ამ კუთხით. თუმცა მეღვინეობაში შედარებით უკეთესი სიტუაციაა, აქ კონკურენცია მაღალია, ბაზარზე ბევრი მარანი და ღვინის კომპანიაა და მათ აქვთ შესაძლებლობა რომ გადაამზადონ კიდეც საკუთარი კადრები.“- აღნიშნა რატი კოჭლამაზაშვილმა.

მისივე თქმით,  პროფესიულ კადრებს აგრარულ სექტორში ანაზღაურება მაღალი აქვთ.

„თუ პროფესიულ კადრებზე ვსაუბრობთ, საკმაოდ მაღალია ხელფასები. პროფესიონალ  კადრებს კომპანიები საკმაოდ კარგად უხდიან, თუმცა  ამ კუთხით დეფიციტი მაინც არის. თუ ზოგადად სოფლის მეურნეობაზე ვიტყვით,  დაბალანაზღაურებადია დარგია. არ არის მაღალ მოგებაზე ორიენტირებული. ასევე, სეზონურობაა ამ დარგის ერთ-ერთი გამოწვევა.“- განმარტა ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილემ.

agropartner.ge

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
03

07/06/2022
ბიზნესი

საცივი, ტოლმა, ჩახოხბილი - ბაზარზე ქართული "სადილის" კონსერვები რამდენიმე დღეში გამოჩნდება
04

22/09/2022
სტარტაპი

Bitnet – ქართული კრიპტო სტარტაპი, რომელმაც საერთაშორისო ინვესტიციები მოიზიდა
05

22/06/2022
ბიზნესი

კომპანიამ "შატილი" შოკოლადის კარაქის წარმოება აღადგინა
06

03/07/2023