სოფლის მეურნეობა
09/07/2020
ფერმერები სახელმწიფოსგან იჯარით აღებული მიწების გამოსყიდვას შეძლებენ
ფერმერები, რომლებიც წლების განმავლობაში სახელმწიფოსგან იჯარით აღებულ მიწას ამუშავებდნენ, ამ მიწების შესყიდვას შეძლებენ.
მთავრობის გადაწყვეტილებით, ასეთ ფერმერებს მიწები პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადაეცემათ, თუმცა მათ ამ მიწაში საბაზრო ფასის გადახდა მოუწევთ.
პრემიერის თქმით, ამ თემაზე ძალიან ბევრი მოთხოვნა იყო და ადამიანები, რომლებიც პირნათლად ასრულებდნენ წლების განმავლობაში საიჯარო მოთხოვნებს და ხშირად მოჰყავდათ მრავალწლიანი კულტურები, ახლა მიწების მიღებას შეძლებენ.
„ეს მისცემს ამ მოქალაქეებს შესაძლებლობას გააფართოონ ბიზნესი, მეტი ფინანსური რესურსი მიიღონ საბანკო სექტორიდან და დაასაქმონ მეტი ადამიანი“, - განაცხადა პრემიერმა.