სოფლის მეურნეობა
12/11/2020

ფერმერები საგარანტიო სქემაში ჩართვას მრავალწლოვანი კულტურების მოსაყვანადაც შეძლებენ

პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ საკრედიტო-საგარანტიო სქემაში ჩართვის შესაძლებლობა ფართოვდება.

სქემაში ჩართვას შეძლებენ ფერმერები, რომლებიც მრავალწლოვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოყვანით არიან დაკავებული.

ნათია თურნავა ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებით ჩანს, რომ ხელისუფლებისთვის აგრომეურნეობა პრიორიტეტული მიმართულებაა და მის განვიტარებაზე ზრუნავს.

„კომპანიებს ან ინდმეწარმეებს, რომლებიც მრავალწლოვანი კულტურების მოსაყვანად საბანკო სესხებს იზიდავენ, სესხის პროცენტს სოფლის მეურნეობის პროგრამების ფარგლებში უსუბსიდირებენ. ამ გადაწყვეტილებით, ჩვენ მათ დამატებით საკრედიტო - საგარანტიო სქემაში ჩართვას ვთავაზობთ. საუბარია ისეთი მრავალწლოვანი კულტურების მოყვანაზე, როგორიცაა ყურძენი, ციტრუსები, სხვადასხვა სუბტროპიკული ხილი და სხვ. ამით მეწარმეებს შეეძლებათ ერთდროულად ისარგებლონ სახელმწიფოს ორივე პროგრამით, როგორც უზრუნველყოფით, ასევე ბანკის პროცენტის სესხის თანადაფინანსებით. სოფლის მეურნეობა არის ჩვენი ერთ-ერთი უდიდესი პრიორიტეტი, როგორც საექსპორტო მიმართულებით, ასევე დასაქმებისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის კუთხით,“ - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
03

30/04/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
04

07/06/2022
ბიზნესი

საცივი, ტოლმა, ჩახოხბილი - ბაზარზე ქართული "სადილის" კონსერვები რამდენიმე დღეში გამოჩნდება
05

22/09/2022
სტარტაპი

Bitnet – ქართული კრიპტო სტარტაპი, რომელმაც საერთაშორისო ინვესტიციები მოიზიდა
06

22/06/2022