სოფლის მეურნეობა
24/03/2022

ფასის, ხელმისაწვდომობა და ენობრივი ბარიერი - რატომ ირჩევენ ქართველი მწარმოებლები რუსეთის ბაზარს

გელა ხანიშვილის განცხადებით, როდესაც რუსეთზე ვლაპარაკობთ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ის ძირითადი სავაჭრო პარტნიორი არ არის, - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გელა ხანიშვილმა.

გადაცემაში "ბიზნესპარტნიორის ოთხეული" სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ნებისმიერი ქვეყანა ვაჭრობს მის მეზობელ ქვეყნებთან, თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ მე-3, მე-4 ადგილებს იკავებს უკრაინა, აზერბაიჯანი და თურქეთი, თითოეული უმნიშვნელოვანესი პარტნიორია.

"მთლიანობაში, სავაჭრო პარტნიორიბაში რუსეთს აქვს უპირატესი მდგომარეობა, მაგრამ მეორე ადგილზე ევროკავშირია. შესაბამისად იქ ვიბრუნებთ ბაზრებს, სადაც დაკარგული გვქონდა. რაც შეეხება იმას, თუ რატომ რუსეთი?! ფასის, ხელმისაწვდომობის და ენობრივი ბარიერის არგუმენტის გარდა, არის კიდევ ერთი უმთავრესი ფაქტორი - ბიზნესი ეძებს ისეთ ბაზარს, სადაც ეფექტური იქნება.

ჩვენს მიერ განხორციელებულმა ძალიან ბევრმა პროექტმა შეძლო მსოფლიო ავტორიტეტის მოპოვება. მაგალითად, ყვარელში არსებობს წვენის საწარმო, რომელიც საბჭოთა სივრცეში საერთოდ არ ყიდის პროდუქტს, თუმცა მსოფლიოს 40 ქვეყანაში ახდენს პრემიუმ კლასის წვენის რეალიზაციას, მაგრამ საქართველოში ეს კონკრეტული პროდუქტი იშვიათად გვხვდება. ამით იმის თქმა მინდა, რომ საქართველოში არსებობენ საწარმოები, რომლებმაც მიაღწიეს სწორედ იმ ამოცანას, რომ წარმოებული პროდუქტი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გაყიდონ." -აღნიშნავს გელა ხანიშვილი.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
03

07/06/2022
ბიზნესი

საცივი, ტოლმა, ჩახოხბილი - ბაზარზე ქართული "სადილის" კონსერვები რამდენიმე დღეში გამოჩნდება
04

22/09/2022
სტარტაპი

Bitnet – ქართული კრიპტო სტარტაპი, რომელმაც საერთაშორისო ინვესტიციები მოიზიდა
05

22/06/2022
ბიზნესი

კომპანიამ "შატილი" შოკოლადის კარაქის წარმოება აღადგინა
06

03/07/2023