სოფლის მეურნეობა
01/02/2021

EU-სა და FAO-ს ხელშეწყობით თესლის მწარმოებლების და სანერგე მეურნეობების ასოციაცია ჩამოყალიბდა

ევროკავშირისა და FAO-ს ხელშეწყობით, საქართველოს თესლის მწარმოებლების და სანერგე მეურნეობების ასოციაცია (GEOSSA) ჩამოყალიბდა. ასოციაცია ფერმერებს წარმოების ხარისხის, ასევე საერთაშორისო სტანდარტების დანერგვასა და სერტიფიცირებაში დაეხმარება.

ასოციაციაში მიიჩნევენ, რომ აგროსექტორის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა სწორედ ადგილობრივი სათესლე და სანერგე მასალების დაბალი ხარისხია, რაც განპირობებულია სერტიფიცირებული წარმოების არარსებობით. ბევრი ფერმერი იმპორტირებულ ნერგებსა და ჩითილებს იყენებს, მიუხედავად იმისა, რომ ის თითქმის 2-ჯერ უფრო ძვირი ღირს, ადგილობრივთან შედარებით.

ასოციაციის (GEOSSA) წევრები ქართული სათესლე და სანერგე მასალების მწარმოებლები არიან, რომელთა დღის წესრიგში ზემოთ ხსენებული პრობლემის მოგვარებაა. ასოციაცია კერძო სანერგე მეურნეობებს და სათესლე მასალების მწარმოებლებს დაეხმარება წარმოების ხარისხის დახვეწაში. ამასთან, ასოციაცია ხელს შეუწყობს შიდადარგობრივ თანამშრომლობას და დაიცავს მწარმოებელთა ინტერესებს სახელმწიფო ინსტიტუტების დონეზე.

,,სანერგე მასალების ხარისხი და წარმოების პროდუქტიულობა ერთმანეთთან პირდაპირ კავშირშია. სტანდარტული სერტიფიცირების სისტემა საქართველოსათვის უმნიშვნელოვანესია არა მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო მავნებლებისაგან თავის დასაცავად, არამედ მცენარეთა ჯანმრთელობის უზრუნველყოფისთვისაც. გარდა ამისა, ევროკავშირის სტანდარტებთან მიახლოება მნიშვნელოვანია ევროკავშირში და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში ქართული ნერგების ექსპორტზე გასატანად. სექტორში ჩართულმა მხარეებმა მჭიდროდ უნდა ვითნამშრომლოთ და ერთმანეთს გამოცდილება გავუზიაროთ. ახლადშექმნილი ასოციაცია ჩვენი ერთობლივი მუშაობისთვის და ძალისხმევისთვის კარგი პლატფორმა იქნება,” - აცხადებს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ეკონომიკური განვითარებისა და ბაზრის შესაძლებლობების თემატური კოორდინატორი დომინიკ პაპენჰეიმი.

საქართველოს თესლის მწარმოებლების და სანერგე მეურნეობების ასოციაცია თავდაპირველად ათი ქართული კერძო სანერგე მეურნეობის მიერ დაფუძნდა. ასოციაცია აქტიურად იმუშავებს სხვა ადგილობრივ თესლის მწარმოებლებსა და სანერგე მეურნეობებთან, რათა ისინიც შემოუერთდნენ გაერთიანებას. 

ასოციაციის დირექტორთა საბჭოს თავჯდომარე ბერდია სილაგაძე იმედოვნებს, რომ საერთო ძალისხმევით საქართველოში განვითარდება სერტიფიცირებული სათესლე და სანერგე მეურნეობები, გაიზრდება კონკურენტუნარიანობა მწარმოებლებს შორის და ისინი შეძლებენ ადგილობრივი ბაზრის საჭიროებების დაკმაყოფილებას, ისევე როგორც, პროდუქტის ექსპორტზე გატანას.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
03

30/04/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
04

07/06/2022
ბიზნესი

საცივი, ტოლმა, ჩახოხბილი - ბაზარზე ქართული "სადილის" კონსერვები რამდენიმე დღეში გამოჩნდება
05

22/09/2022
სტარტაპი

Bitnet – ქართული კრიპტო სტარტაპი, რომელმაც საერთაშორისო ინვესტიციები მოიზიდა
06

22/06/2022