სოფლის მეურნეობა
11/08/2021

დედოფლისწყაროში თანამედროვე სტანდარტების მესაქონლეობის ფერმა გაიხსნა

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მესაქონლეობის ახალი ფერმა გაიხსნა.

თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ფერმერული მეურნეობის შესაქმნელად, ახალგაზრდა ფერმერმა, ზურაბ მასურაშვილმა 2,5 მლნ ლარი ინვესტიცია განახორციელა, 1,5 მლნ ლარი სახელმწიფოს მხარდაჭერა, შეღავათიანი აგროკრედიტია.

ფერმაში, ყოველდღიურად, 4 ტონა ნედლი რძე იწარმოება. პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ხდება; მეურნეობაში 10 ადგილობრივია  დასაქმებული.

ფერმის გახსნას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი შიოშვილი, ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე დაესწრნენ.

„საქართველოში მეცხოველეობის დარგი წარმატებით ვითარდება, რაშიც მნიშვნელოვანია სახელმწიფოს და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წვლილი. დედოფლისწყაროში ამოქმედებული ახალი, თანამედროვე სტანდარტების ფერმა არის არა მარტო ამ ახალგაზრდა ფერმერის წარმატება, არამედ იმის ნათელი დადასტურება, რომ ქვეყანაში ფერმერული მეურნეობები და მესაქონლეობის დარგი ვითარდება. ასეთი წარმატებული ფერმა ასაქმებს ათეულობით ფერმერს და ქმნის წარმატების მოდელს“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
03

07/06/2022
ბიზნესი

საცივი, ტოლმა, ჩახოხბილი - ბაზარზე ქართული "სადილის" კონსერვები რამდენიმე დღეში გამოჩნდება
04

22/09/2022
სტარტაპი

Bitnet – ქართული კრიპტო სტარტაპი, რომელმაც საერთაშორისო ინვესტიციები მოიზიდა
05

22/06/2022
ბიზნესი

კომპანიამ "შატილი" შოკოლადის კარაქის წარმოება აღადგინა
06

03/07/2023