სოფლის მეურნეობა
29/11/2021

დავით ონოფრიშვილი: ფერმერების მხრიდან აგროდაზღვევაში ჩართულობის დაბალი მაჩვენებელია

ფერმერების მხრიდან აგროდაზღვევაში ჩართულობის მზადყოფნის დაბალი მაჩვენებელია, აგროდაზღვევის ბაზარზე არსებულ მდგომარეობაზე აგრარულ საკითხთა და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტებმა იმჯელეს.

სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა დავით ონოფრიშვილმა კანონმდებლებს აგროდაზღვევის ბაზრის ბოლო ორი წლის მიმოხილვის ანგარიში გააცნო და განაცხადა, რომ აგროდაზღვევა, ქვეყანაში აგრარული სექტორის და ზოდად სოფლის განვითარებისთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

„აგროდაზღვევის პროგრამა 2014 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდა და მიზნად ისახავს აგროსექტორში სადაზღვევო ბაზრის განვითარებას, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობას, აღნიშნული საქმიანობით დაკავებული პირებისთვის შემოსავლის შენარჩუნებას და რისკების შემცირებას. აგროდაზღვევა ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ ის ჯერ მაინც ჩანასახის პროცესშია და მის განვითარებას დრო დასჭირდება", - განაცხადა დავით ონოფრიშვილმა. მისი თქმით, აგროდაზღვევის ერთ-ერთი წარმატებული მოდელია ესპანეთის 44 წლიანი გამოცდილება, თუმცა პირველი 10-12 წელი მათთვისაც რთული იყო.

ონოფრიშვილის განცხადებით, სადაზღვევო ბაზრის ზედამხედველი ორგანოს მთავარი ამოცანაა სექტორში დაზღვევის მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკის გატარება. "მიუხედავად იმისა, რომ სადაზღვევო ბაზარზე აგროდაზღვევის წილი წლიდან წლამდე იზრდება, ის ჯერ მაინც ძალიან მცირეა და 2020 წელს მთლიანი ბაზრის მხოლოდ 3%-ს მოიცავდა", - განაცხადა ონოფრიშვილმა.

მისივე თქმით, ფერმერების მხრიდან აგროდაზღვევაში ჩართულობის მზადყოფნის დაბალი მაჩვენებელია. მან სხდომის მონაწილეებს ასევე გააცნო მსოფლიო ბანკის რეკომენდაციები.

ფერმერების მხრიდან, სხვა საკითხებთან ერთად, ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემად მაინც რისკების არასრულყოფილი დაზღვევა სახელდება. პრობლემაა ასევე მეფუტკრეობის, მეფრინველეობის, მეცხოველეობის მიმართულებების დაზღვევის საკითხი.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
03

07/06/2022
ბიზნესი

საცივი, ტოლმა, ჩახოხბილი - ბაზარზე ქართული "სადილის" კონსერვები რამდენიმე დღეში გამოჩნდება
04

22/09/2022
სტარტაპი

Bitnet – ქართული კრიპტო სტარტაპი, რომელმაც საერთაშორისო ინვესტიციები მოიზიდა
05

22/06/2022
ბიზნესი

კომპანიამ "შატილი" შოკოლადის კარაქის წარმოება აღადგინა
06

03/07/2023