სოფლის მეურნეობა
06/03/2023

"ჩვენი მიზანია, შეიქმნას ქართული პროდუქცია, რომელიც საერთაშორისო მოთხოვნებს დააკმაყოფილებს"

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი აკვაკულტურის განვითარების ასოციაციის წარმომადგენლებს და თევზმომშენებელ ფერმერებს შეხვდა.

შეხვედრაზე, რომელიც  ახალციხეში გაიმართა, მონაწილეებმა საქართველოში აკვაკულტურის სექტორში არსებული გამოწვევებისა და თევზის წარმოების ხელშეწყობის საკითხებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო თევზის დაავადებების კვლევის მიმართულებით ლაბორატორიული კომპონენტის გაძლიერების მნიშვნელობას. ბიზნესოპერატორებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე.

„საქართველოს დიდი პოტენციალი გააჩნია აკვაკულტურის განვითარებისთვის მხრივ. ჩვენი მიზანია, შეიქმნას ქართული ჯანსაღი პროდუქცია, რომელიც დააკმაყოფილებს საერთაშორისო მოთხოვნებს და ექსპორტზე გავა მსოფლიო, მათ შორის, ევროკავშირის ბაზრებზე“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

ახალციხეში გამართულ შეხვედრას სამცხე-ჯავახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე დავით ვარდიაშვილი, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ლაზარაშვილი, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორი ირაკლი გულედანი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოფლის განვითარების სააგენტოს, სურსათის ეროვნული სააგენტოს, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის და სამცხე-ჯავახეთის თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
03

07/06/2022
ბიზნესი

საცივი, ტოლმა, ჩახოხბილი - ბაზარზე ქართული "სადილის" კონსერვები რამდენიმე დღეში გამოჩნდება
04

22/09/2022
სტარტაპი

Bitnet – ქართული კრიპტო სტარტაპი, რომელმაც საერთაშორისო ინვესტიციები მოიზიდა
05

22/06/2022
ბიზნესი

კომპანიამ "შატილი" შოკოლადის კარაქის წარმოება აღადგინა
06

03/07/2023