სოფლის მეურნეობა
16/12/2020

“ჩვენი მიზანია, 4 წლის განმავლობაში, აგრო-სასურსათო პროდუქტების ვაჭრობის დეფიციტი აღმოვფხვრათ“

„ჩვენი დამოუკიდებლობის პირობებში, ისტორიული მაქსიმუმი გვაქვს სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობების გამოშვებაში - ეს არის დაახლოებით 5 მლრდ 800 მლნ საპროგნოზო მონაცემი- ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, „მთავრობის ანგარიში მოქალაქეებს” ფარგლებში, სამინისტროს 2020 წლის ანგარიში წარდგენისას განაცხადა. 
 
მისი ინფორმაციით, 2020 წლის ბოლო 2 კვარტლის მონაცემები ჯერ შეჯამებული არ არის, თუმცა სამინისტროს მიერ გაკეთებული ანალიზის მიხედვით, 2010 წლიდან დღემდე სახეზეა მზარდი დინამიკა რაც, სოფლის მეურნეობაში მიღებული შედეგებით ისტორიულ მაქსიმუმს წარმოადგენს. ეს არის იმ თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგი, რასაც სამინისტრო ახორციელებს.
 
“რა თქმა უნდა, ჩვენ სიღარიბე არ დაგვიძლევია 100 %- ით და არც 100 %-ით მიგვიღწევია კეთილდღეობისთვის, მაგრამ ჩვენ გავქვს ძალიან დიდი პროგრესი, რომელიც ამ რიცხვებში არის გამოხატული და ასეთი თანმიმდევრულ პოლიტიკის პირობებში, მერწმუნეთ, რამდენიმე წელიწადში შევძლებთ როგორც თვითუზრუნველყოფის, ასევე თითოეული მოქალაქის კეთილდღეობის გაზრდას.
 
ისტორიულ მაქსიმუმზეა აგროსასურსათო სექტორის მთლიანი გამოშვება და 2020 წლის საპროგნოზო მაჩვენებელი დაახლოებით 12 მლრდ ლარს შეადგენს , საიდანაც 5 მლრდ 400 მლნ პირველადი წარმოებაა, 6 მლრდ-ზე მეტი კი გადამუშავების შედეგად არის მიღებული.
 
აღსანიშნავია ისიც, რომ სოფლის მეურნეობის დარგში დამატებითი ღირებულება ორიათასი წლების დასაწყისიდან 2012 წლამდე მცირდებოდა. ჩვენს მიერ განხორციელებული მნიშვნელოვანი ინვესტიციების შედეგად 2017 - 2020 წლებში აღინიშნება დამატებითი ღირებულების მუდმივი ზრდა, რაც სწორი პოლიტიკის კიდევ ერთი დემონსტრირებაა.
 
მნიშვნელოვანი და თვალსაჩინო შედეგებია ვაჭრობის მაკრომაჩვენებლები. ხშირად ისმის კითხვა- სოფლის მეურნეობაში რამდენად თვითუზრუნველყოფილები ვართ თუ ყველაფერს იმპორტირებულს მოვიხმართ? - 2012 წლისთვის, აგრო-სასურსათო პროდუქტების ვაჭრობის დეფიციტი თითქმის 800 მლნ-მდე გვქონდა. დღეს, აღნიშნული მაჩვენებელი ისტორიულ მინიმუმზეა და 251 მლნ-ს შეადენს. ჩვენი მიზანია, შემდეგი 4 წლის განმავლობაში, ეს დეფიციტი აღმოვფხვრათ, საქართველო იქნება ნამდვილად თვითუზრუნველყოფილი ქვეყანა და ამის მაჩვენებელი იქნება მეტი ექსპორტი, იმპორტთან შედარებით, რაც დამატებითი სავალუტო შემოდინებების წყაროა ეკონომიკაში“- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
03

30/04/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
04

07/06/2022
ბიზნესი

საცივი, ტოლმა, ჩახოხბილი - ბაზარზე ქართული "სადილის" კონსერვები რამდენიმე დღეში გამოჩნდება
05

22/09/2022
სტარტაპი

Bitnet – ქართული კრიპტო სტარტაპი, რომელმაც საერთაშორისო ინვესტიციები მოიზიდა
06

22/06/2022