სოფლის მეურნეობა
06/06/2023

ჩხოროწყუში სადრენაჟე არხებზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

შპს „საქართველოს მელიორაცია“, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, საჯიჯაო-ხიბულას მასივი  მოწესრიგების სამუშაოებს ატარებს.

"სოფელ ლესიჭინეში ხე-ბუჩქნარისა და ნატანი მასისგან  2,5 კილომეტრამდე   სიგრძის კოლექტორები და შემკრები არხები იწმინდება. 

ჩატარებული სამუშაოების შედეგად, არხის გამტარუნარიანობა გაიზრდება და 20 ჰექტარამდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურება აღდგება, რაც სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების გაზრდას შეუწყობს ხელს,"-ნათქვამია "საქართველოს მელიორიაციის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

 

Businesspartner