სოფლის მეურნეობა
25/05/2021

ბეჟან წაქაძე: ფასდაკლებული მიწები ჩვენს მოქალაქეებს სიმბოლურ ფასად და ვალდებულებით გადავცეთ

მოიჯარეებისთვის სასოფლო-სამეურნეო მიწის გამოსყიდვისას 25%-იანი ფასდაკლებით გადაცემაზე მთავრობის ინიციატივას ბეჟან წაქაძე ეხმიანება.

დეპუტატი ამბობს, რომ კარგი იქნებოდა, მიწები საქართველოს მოქალაქეებს გადაეცესსიმბოლურ ფასად, გარკვეული ვალდებულებით.

„მინდა გამოვეხმაურო ნათია თურნავას ინიციატივას, რომელიც ეხება იჯარით გაცემული სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო მიწების ფასდაკლებით შეძენას. ძალიან კარგი ინიციატივაა - და ამ ინიციატივის დაანონსების შემდეგ, ვიმყოფებოდი ჩემს რეგიონში და შევხვდი უამრავ ადამიანს, რომელიც სარგებლობს ამ მომსახურებით. მათთან კონსულტაციებით და ასევე, ჩემი ინიციატივით, მინდა, ცოტა კორექტირება შევიტანო. მიგვაჩნია, რომ ასე აჯობებს, რასაც ჰქვია „იჯარით გაცემული სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო მიწების შესყიდვის შესახებ“.

კარგი იქნებოდა, საქართველოს მოქალაქეებს გადავცეთ ეს მიწები სიმბოლურ ფასად, ოღონდ გარკვეული ვალდებულებით. რა უნდა იყოს ჩაწერილი ამ ვალდებულებაში, რასაც ჩემი ეს იდეა ითვალისწინებს - აუცილებლად უნდა იყოს ვალდებულების პირველ პუნქტში ის ღირებულება, რომელიც მან უნდა გადაიხადოს მიწის ღირებულებაში, მან ჩადოს ისევ თავის ბიზნესში. ასევე, გაიწეროს ეს პროცესები. ასევე, მეორე მთავარი ვალდებულება მისი უნდა იყოს ის, რომ მან უნდა მოახდინოს ამ მიწის აუცილებლად დამუშავება და მოსავლის მიღება და ამის დეკლარირება სახელმწიფოსთან, რომ სახელმწიფომ გასწიოს ეს კონტროლი. ეს გაცილებით დააჩქარებს სოფლის მეურნეობის უდიდესი დარგის ინტეგრირებას ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში. ეს თემა აუცილებლად განვიხილოთ და თუ რა პუნქტები უნდა ჩაიწეროს კიდევ ხელშეკრულებაში, ოპოზიციასთან ერთად ვიმსჯელოთ და გადავწყვიტოთ“,- განაცხადა ბეჟან წაქაძემ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
03

07/06/2022
ბიზნესი

საცივი, ტოლმა, ჩახოხბილი - ბაზარზე ქართული "სადილის" კონსერვები რამდენიმე დღეში გამოჩნდება
04

22/09/2022
სტარტაპი

Bitnet – ქართული კრიპტო სტარტაპი, რომელმაც საერთაშორისო ინვესტიციები მოიზიდა
05

22/06/2022
ბიზნესი

კომპანიამ "შატილი" შოკოლადის კარაქის წარმოება აღადგინა
06

03/07/2023