სოფლის მეურნეობა
25/10/2021

ბერბუკის თაფლის საწარმო პორტატული ლაბორატორიით აღიჭურვება

გორის სოფელ ბერბუკში თაფლის გადამმუშავებელი საწარმო თაფლის კვლევების პორტატული ლაბორატორიით აღიჭურვება. 

თაფლის კვლევების პორტატული ანალიზატორის სრული კომპლექტის ღირებულება 87 250 დოლარია და ის იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტომ (JICA), პროექტის „ბიზნესზე ორიენტირებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მოდელის შექმნა საქართველოში“ ფარგლებში, სოფლის განვითარების სააგენტოს საჩუქრად გადასცა.

თაფლის გადამმუშავებელი საწარმოო ინფრასტრუქტურა კონკურსის შესით შერჩეულ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს საკუთრებაში 30% თანადაფინანსებით გადაეცემა.

საწარმო „მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ერთიანი საწარმოო უზრუნველყოფის“ პროგრამის ფარგლებში აშენდა. ის აღჭურვილია თაფლის წარმოების სრული ციკლისათვის საჭირო თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისი დანადგარებით, სადაც შესაძლებელია დღეში არანაკლებ ორი ტონა თაფლის გადამუშავება და ერთგვაროვანი თაფლის მიღება.

სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის, ილია თამარაშვილის განცხადებით, აპარატურა თაფლის გადამმუშავებელ კოოპერაციულ საწარმოში პროცესის სრულყოფილად წარმართვას შეუწყობს ხელს.

„ვაგრძელებთ სოფლის განვითარების სააგენტოსთან თანამშრომლობას, იგეგმება ექსპერტების ვიზიტები. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების მიმართულებით ხელი შევუწყოთ სააგენტოს საქმიანობას”, - აღნიშნა JICA-ს საქართველოს ოფისის მუდმივმა წარმომადგენელმა, იუკიჰო ეჯირიმ.

 

 

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
03

07/06/2022
ბიზნესი

საცივი, ტოლმა, ჩახოხბილი - ბაზარზე ქართული "სადილის" კონსერვები რამდენიმე დღეში გამოჩნდება
04

22/09/2022
სტარტაპი

Bitnet – ქართული კრიპტო სტარტაპი, რომელმაც საერთაშორისო ინვესტიციები მოიზიდა
05

22/06/2022
ბიზნესი

კომპანიამ "შატილი" შოკოლადის კარაქის წარმოება აღადგინა
06

03/07/2023