სოფლის მეურნეობა
02/07/2020

BAG-ში FDI-ს მოზიდვის სტრატეგია და განახლებული პროგრამები განიხილეს

საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ (BAG), ეკონომიკი სამინისტრომ და სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ პოსტ-კოვიდ ჭრილში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგია და განახლებული პროგრამები განიხილეს. შეხვედრას ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ირაკლი ნადარეიშვილი და სააგენტოს დირექტორი, მიხეილ ხიდურელი.

შეხვედრის ფარგლებში, მიხეილ ხიდურელმა ბიზნეს ასოციაციის წევრებს განახლებული პროგრამები გააცნო, ასევე ისაუბრა ელექტრო ნაწილების წარმოების, ბიზნესპროცესების დისტანციურად მიწოდების საკითხებსა და სხვა კომპონენტებზე, როგორებიცაა სამედიცინო ფარმაცევტიკა და კვლევითი ცენტრები.

„დღევანდელ შეხვედრაზე გამოიკვეთა ის მიმართულებები, სადაც სახელმწიფოს შეუძლია ბიზნესის თანადგომა და დახმარება. უფრო მკაფიოდ იქნა გამოკვეთილი უცხოური ინვესტიციების მოსაზიდი სექტორები და ეს შეხვედრა ამას მიეძღვნა, თუ ერთობლივი ძალებით როგორ მივაკითხოთ უცხოურ კომპანიებს და მოვიზიდოთ ინვესტიციები, რაც მნიშვნელოვანია, როგორც ადგილობრივი ბიზნეს კომპანიებისთვის, ასევე ქვეყნის ეკონომიკური წინსვლისთვის“ - განაცხადა ასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ.

Businesspartner