სოფლის მეურნეობა
08/06/2023

ალოობის სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით, დედოფლისწყაროში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ალოობის სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით, დედოფლისწყაროში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე, კახეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი, რეგიონის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები და ფერმერები ესწრებოდნენ.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ადგილობრივმა ფერმერებმა ალოობის სეზონის ჩატარებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.  

„კახეთის რეგიონში მარცვლოვანი კულტურების აღების პროცესი, ალოობა იწყება.  სამუშაო შეხვედრაზე ვიმსჯელეთ ყველა იმ საკითხზე, რაც დაკავშირებულია ამ პროცესის შეუფერხებელ და წარმატებულ განხორციელებასთან. სახელმწიფო ყველა წინაპირობას ქმნის ხორბლის მოსავლის ორგანიზებულად დაბინავებისთვის,  თუმცა, საყურადღებოა კლიმატური ფაქტორები. ტრადიციულად, სამინისტროში შექმნილია საკოორდინაციო ჯგუფი,  რომელშიც ჩართული არიან შესაბამისი სტრუქტურების წარმომადგენლები. მოსავლის შეუფერხებლად ასაღებად, სახელმწიფოსა და კერძო სექტორის მიერ მობილიზებულია, დაახლოებით, 300 ერთეული მოსავლის ამღები ტექნიკა.

ვფიქრობთ, რომ ერთობლივი, კოორდინირებული ძალისხმევით  სეზონი წარმატებით ჩაივლის. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო, თავისი პოლიტიკის ფარგლებში, ხელს უწყობს მარცვლოვანი კულტურების წარმოებას. ბოლო წლებში, ამ მიმართულებით მზარდი დინამიკა გვაქვს.  გასულ წელს, 2020 წელთან შედარებით, 60%-ით გაიზარდა მარცვლოვანი კულტურების წარმოება. ვფიქრობთ, ეს პროცესი წელსაც შენარჩუნდება. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც იმპორტირებულ ფქვილზე დამატებითი საფასურის დაწესებას ითვალისწინებს. აღნიშნული გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ადგილობრივად წარმოებული ხორბლის კონკურენტუნარიანობის ზრდას“, - განაცხადა თენგიზ ნასარიძემ.

კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი  ალადაშვილის განცხადებით, ყველა პირობაა შექმნილი იმისათვის, რომ ალოობის სეზონი წარმატებით ჩატარდეს და ფერმერებს მოსავალი დაუბინავებელი არ დარჩეთ. 

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
03

07/06/2022
ბიზნესი

საცივი, ტოლმა, ჩახოხბილი - ბაზარზე ქართული "სადილის" კონსერვები რამდენიმე დღეში გამოჩნდება
04

22/09/2022
სტარტაპი

Bitnet – ქართული კრიპტო სტარტაპი, რომელმაც საერთაშორისო ინვესტიციები მოიზიდა
05

22/06/2022
ბიზნესი

კომპანიამ "შატილი" შოკოლადის კარაქის წარმოება აღადგინა
06

03/07/2023