სოფლის მეურნეობა
03/02/2021

აგროქულების გამოყენებას ფერმერები 20 მაისამდე შეძლებენ

აგროქულების გამოყენებას ფერმერები 20 მაისამდე შეძლებენ.

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მესაკუთრეთა სტიმულირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, აგრობარათებზე დარიცხული ქულების გამოყენების ბოლო ვადა 2021 წლის 20 მაისია.

„ბარათები თავიდანვე დაგეგმილი იყო რომ იქნებოდა საგაზაფხულო ვადების ჩათვლით. პროცესი 20 მაისამდე გაგრძალდება. ეს არ ნიშნავს რომ დასრულდება და ეს პროგრამა შესაძლოა კვლავ გაგრძელდეს. პროცედურები მარტივია იღებს ლიბერთი ბანკის ბარათს ფერმერი და დარიცხული ქულებით სპეციალიზებულ მაღაზიებში სასოფლო-სამეურნეო საქონლის შეძენა შეუძლია. ბარათი უფასოა და რაიმე რეგისტრაცია საჭირო არ არის,“ - აცხადებს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორი ილია თამარაშვილი.

პროგრამის ბენეფიციარებისათვის აგროქულების დარიცხვა.

იმ ბენეფიციარებს, რომელთაც ჯერ არ აუღიათ აგრობარათი, ასევე მათ, ვინც მიწის ნაკვეთის პირველადი რეგისტრაცია, ბარათების მიღებას 20 თებერვლამდე შეძლებენ.

სასოფლო-სამეურნეო მიწის მესაკუთრეთა სტიმულირების სახელმწიფო პროგრამაში უკვე 246,000 ფერმერია ჩართული, დარიცხული სუბსიდიის ოდენობა 32 მლნ ლარს აჭარბებს.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
03

30/04/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
04

07/06/2022
ბიზნესი

საცივი, ტოლმა, ჩახოხბილი - ბაზარზე ქართული "სადილის" კონსერვები რამდენიმე დღეში გამოჩნდება
05

22/09/2022
სტარტაპი

Bitnet – ქართული კრიპტო სტარტაპი, რომელმაც საერთაშორისო ინვესტიციები მოიზიდა
06

22/06/2022