სოფლის მეურნეობა
28/02/2022

აგროკოოპერატივებისთვის კენკროვანის შესანახი მაცივრების თანადაფინანსების პროგრამა ამოქმედდა

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის კენკროვანი კულტურების შესანახი მაცივრების თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდა. 

ახალი სახელმწიფო პროგრამა ითვალისწინებს, პროგრამის "დანერგე მომავალი" ქვეკომპონენტის ფარგლებში გაშენებული კენკროვანი კულტურების  ბაღებიდან მიღებული მოსავლის აგროტექნოლოგიური სტანდარტების დაცვით შესანახად სპეციალური  სამაცივრე კონტეინერის შეძენის თანადაფინანსებას.

პროგრამით დადგენილი პირობებით, თანადაფინანსების თანხის ოდენობა ერთ ბენეფიციარზე განისაზღვრა მაცივრების ღირებულების არაუმეტეს 80%-ით, მაგრამ არაუმეტეს 80,000 ლარით. 

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ან/და მის მეპაიეთა საკუთრებაში არსებული კენკროვანი კულტურების ბაღები, უნდა იყოს გაშენებული სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ კენკროვანი კულტურების დაფინანსების ქვეკომპონენტის ფარგლებში, და  ჯამურად უნდა შეადგენდეს არანაკლებ 3 ჰექტარს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, კენკროვანი კულტურების გაშენების 100%-ით დაფინანსებას სახელმწიფო 3 წლის განმავლობაში ახორციელებდა.  პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, აღნიშნულ პერიოდში, 1 345 ბენეფიციარმა  525 ჰექტარზე გააშენა კენკროვანი კულტურები. პროგრამის სტანდარტული პირობებით (70% თანადაფინანსება) ისევ შესაძლებელია კენკროვანი კულტურების გაშენება.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
03

07/06/2022
ბიზნესი

საცივი, ტოლმა, ჩახოხბილი - ბაზარზე ქართული "სადილის" კონსერვები რამდენიმე დღეში გამოჩნდება
04

22/09/2022
სტარტაპი

Bitnet – ქართული კრიპტო სტარტაპი, რომელმაც საერთაშორისო ინვესტიციები მოიზიდა
05

22/06/2022
ბიზნესი

კომპანიამ "შატილი" შოკოლადის კარაქის წარმოება აღადგინა
06

03/07/2023