სოფლის მეურნეობა
25/12/2020

აგროდიზელი, აგროდაზღვევა, მერძევეობის განვითარება - როგორია პროგრამების შედეგები

სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის „ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე“ (რომელიც ფერმერებსა და მეწარმეების მხარდაჭერას გულისხმობს) შედეგები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გამოაქვეყნა. ფარგლებში ფერმერები და მეწარმეები სახელმწიფოსგან მნიშვნელოვან მხარდაჭერას იღებენ.
 
25 დეკემბრის მონაცემებით:
 
სასოფლო-სამეურნეო მიწის მესაკუთრეთა სტიმულირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 183 700-ზე მეტ ფერმერს უკვე დაერიცხა აგროქულები. დარიცხული სუბსიდიის ოდენობა 31.5 მლნ ლარს აჭარბებს, უკვე განაღდებულია 27 მლნ ლარი. 
 
აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამით, 123 700-ზე მეტმა ბენეფიციარმა 32 000 ტონამდე მოცულობის აგროდიზელის ფასდაკლების ბარათები მიიღო.  როგორც სამინისტროში ამბობენ, ფერმერებმა, რომლებმაც უკვე გაანაღდეს ფასდაკლების ბარათები 5.9 მლნ ლარამდე თანხა დაზოგეს.
 
აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში 2020 წლის 31 ოქტომბრის მონაცემებით, გაცემულია 17 000-ზე მეტი პოლისი, დაზღვეულია 18 000 ჰექტარზე მეტი მიწის ფართობი, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 31%-ით მეტია. დაზღვეული მოსავლის ღირებულება 160 მლნ ლარია.
 
მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, იმერეთის, კახეთის, სამეგრელო და ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში გაფორმებულია 120 ხელშეკრულება, სახელმწიფოს თანადაფინანსებამ შეადგინა 6.8 მლნ. ლარზე მეტი.
 
შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამით, ერთწლოვანი კულტურების მოყვანის მიმდინარე ხარჯების დაფინანსების უზრუნველყოფისათვის, სახელმწიფო 6 თვის საპროცენტო განაკვეთს სრულად ფარავს. გაცემულია 2 893 აგროსესხი, სესხის თანხა, ჯამურად, 57 მლნ ლარს აჭარბებს, მათ შორის, სააგენტოს მიერ პროცენტის გასაცემი თანადაფინანსება 4,7 მლნ ლარს აჭარბებს.
 
აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში გაფორმებულია 384 ხელშეკრულება, მათ შორის 252 ბენეფიციარს სასოფლო-სამეურნე ტექნიკის ღირებულების 50-% დაუფინანსდა, ბენეფიციარებს ასევე დაუფინასდათ სასათბურე მეურნეობის მოწყობისა და მოდერნიზებისთვის შესასყიდი ძირითადი საშუალებების შეძენა და მათი სამონტაჟო სამუშაოები, ერთწლოვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურებისთვის სარწყავი სისტემის შესყიდვა და მონტაჟი. სახელმწიფოს თანადაფინანსებამ შეადგინა 9.6 მლნ. ლარზე მეტი.
Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
03

30/04/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
04

07/06/2022
ბიზნესი

საცივი, ტოლმა, ჩახოხბილი - ბაზარზე ქართული "სადილის" კონსერვები რამდენიმე დღეში გამოჩნდება
05

22/09/2022
სტარტაპი

Bitnet – ქართული კრიპტო სტარტაპი, რომელმაც საერთაშორისო ინვესტიციები მოიზიდა
06

22/06/2022