სოფლის მეურნეობა
20/11/2020

"აგრო მოტორსს" ქართულ ბაზარზე კენკროვანი კულტურის პოლონური ტექნიკა შემოჰყავს

"აგრო მოტორსი" საქმიანობას აფართოებს და ქართულ ბაზარზე, ახალი პოლონური ბრენდი "იაგოდას" ტექნიკა შემოჰყავს.
 
კომპანიის ხელმძღვანელის განცხადებით, ბოლო წლებში კენკროვანი კულტურების მოშენება საქართველოში აქტუალური გახდა, მოთხოვნა გაიზარდა, როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე საექსპორტო მიმართულებით.
 
"კენკროვანების ბაზარზე, ისევე როგორც სოფლის მეურნეობის სხვა მიმართულებებში დღეს არსებული გამოწვევებიდან, ერთ-ერთი თანამედროვე ტექნიკის ნაკლებობა ან ამ ტექნიკის გამოყენების ნაკლები გამოცდილებაა, რომელიც ჯერ კიდევ განვითარების ეტაპზეა. ამ მიზეზებიდან და ბაზრის მოთხოვნიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ ქართველ ფერმერებს შევთავაზოთ სრულიად ახალი, პოლონური ბრენდის ტექნიკა და მივაწოდოთ მომხარებლებს შეკვეთიდან ყველაზე ოპტიმალურ ვადებში" - აცხადებს აკაკი გოგსაძე.
 
კომპანიის ხელმძღვანელის თქმით, "აგრო მოტორს" აქვს მრავალწლიანი გამოცდილება აგრო ტექნიკის დარგში და ამ სეგმენტში იკავებს ბაზრის 20-30%, რაც შვიდწლიანი არსებობის მანძილზე საკმაოდ კარგი მიღწევაა.
 
"სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, ქართველ ფერმერებს შევთავაზოთ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი ბრენდის პროდუქტი, რომელსაც აქვს მრავალფეროვანი არჩევანი - ეს იქნება კენკროვანი მოსავლის ამღები თვითმავალი კომბაინი, მისაბმელი კომბაინი კენკროვანი კულტურებისთვის, სარეველების ამოსაღები ჰიდრავლიკური მანქანა, ვენახისა და ბაღების კულტივატორი, კენკროვანი კულტურის ნერგების სარგავი, ჰერბიციდის შესასხურებელი მოცვის ბუჩქებისთვის, ხეხილის ბაღისთვის და ა.შ" - აცხადებს აკაკი გოგსაძე.
Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
03

30/04/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
04

07/06/2022
ბიზნესი

საცივი, ტოლმა, ჩახოხბილი - ბაზარზე ქართული "სადილის" კონსერვები რამდენიმე დღეში გამოჩნდება
05

22/09/2022
სტარტაპი

Bitnet – ქართული კრიპტო სტარტაპი, რომელმაც საერთაშორისო ინვესტიციები მოიზიდა
06

22/06/2022