სოფლის მეურნეობა
20/02/2021

"8 წელში აგროსექტორში სახელმწიფოს 700 მლნ-იანმა ინვესტიციამ 4 მლრდ-მდე კერძო ინვესტიცია მოიზიდა"

რა შედეგი მოიტანა აგროსექტორში სახელმწიფოს მიერ 8 წელში ინვესტირებულმა ₾700 მლნ-მა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა დეპუტატებისთვის სამთავრობო პროგრამის წარდგენისას ისაუბრა.
 
ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ აგროსასურსათო სექტორის განვითარების მნიშვნელოვან პოზიტიურ შედეგებზე აღნიშნა და ამ მხრივ მთავრობის ძალისხმევა, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერა და კერძო სექტორის ჩართულობა გამოყო.
 
"ბოლო სამი წლის განმავლობაში, სოფლის მეურნეობის მიმართულებით, ჩვენ გვაქვს მუდმივად მზარდი სტატისტიკა. 2020 წლის პირობებშიც კი, მიუხედავად პანდემიისა, სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში გვქონდა რეკორდულად მაღალი მაჩვენებლები. 2020 წლის პირველი ორი კვარტლის მონაცემებით, სოფლის მეურნეობის გამოშვებამ 6 მლრდ ლარს გადააჭარბა, 12%-ით გაიზარდა დამატებითი ღირებულება, რაც სტრატეგიებზე დაფუძნებული თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია.
 
ბოლო 8 წლის განმავლობაში, დარგში განხორციელდა 700 მლნ ლარის სახელმწიფო ინვესტიცია, რამაც უზრუნველყო კერძო სექტორიდან, დამატებით, 4 მლრდ-მდე ლარის ინვესტიციის მოზიდვა", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
 
მინისტრობის კანდიდატმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სახელმწიფოს მიერ განხორციელებული პროგრამები ფარავს სოფლის მეურნეობის წარმოების ყველა რგოლს, როგორც პირველად წარმოებას, ისე გადამმუშავებელ მიმართულებას; მოიცავს, როგორც საკრედიტო, ასევე საგრანტო კომპონენტს და უზრუნველყოფს მეტი კერძო ინვესტიციის მოზიდვას.
 
მრავალწლოვანი კულტურების განვითარების მიზნით, სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, 2015 წლიდან დღემდე, თანამედროვე ინტენსიური ბაღები გაშენდა 11,421 ჰექტარ მიწის ფართობზე, სახელმწიფოს ინვესტიციამ 80 მლნ ლარი შეადგინა, რაც ჯამური ინვესტიციის მესამედია, ჯამური ინვესტიცია კი, 140 მილიონ ლარს აჭარბებს.
 
 
Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
03

30/04/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
04

07/06/2022
ბიზნესი

საცივი, ტოლმა, ჩახოხბილი - ბაზარზე ქართული "სადილის" კონსერვები რამდენიმე დღეში გამოჩნდება
05

22/09/2022
სტარტაპი

Bitnet – ქართული კრიპტო სტარტაპი, რომელმაც საერთაშორისო ინვესტიციები მოიზიდა
06

22/06/2022