6 თვეში საქართველომ თხილის ექსპორტიდან $89 მლნ-ის შემოსავალი მიიღო
საექსპორტო ბაზრებზე ქართულ თხილზე მოთხოვნა გაზრდილია.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, 2021 წლის 1 აგვისტოდან 2022 წლის 6 თებერვლის ჩათვლით საქართველოდან ექსპორტზე 19.4 ათასი ტონა თხილის ექსპორტი გავიდა. ქვეყანამ თხილის ექსპორტიდან 88.9 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო.
თხილის ექსპორტი წლიურად 28%-ით არის გაზრდილი, შემოსავალი კი 11%-ით.
ქართული თხილი ძირითადი საექსპორტო ბაზარი ევროკავშირის ქვეყნებია. ლიდერი კი იტალიაა, სადაც ამ ხნის განმავლობაში 8 075 ტონა ქართული თხილი გაიყიდა, მეორე ადგილზე გერმანიაა (3.666 ტონა), მესამე პოზიციაზე კი ესპანეთი (591 ტონა). ქართული თხილის ასევე იყიდება ჩეხეთში (489 ტონა), პოლონეთში (379 ტონა), ლიეტუვაში (393 ტონა), საფრანგეთში (375 ტონა), ბულგარეთში (144 ტონა), საბერძნეთში (71 ტონა), ლატვიაში (70 ტონა), ესტონეთში (98 ტონა), ბელგიაში (41 ტონა), უნგრეთში (22 ტონა), ხორვატიაში (20 ტონა).
ქართული თხილი ექსპორტზე გადის ასევე სომხეთში (1,335 ტონა), ჩინეთში (785 ტონა), რუსეთში (422 ტონა), უკრაინაში (361 ტონა), ალჟირში (241 ტონა), საუდის არაბეთში (326 ტონა), ბელარუსში (251 ტონა), ერაყში (168 ტონა), შვეიცარიაში (173 ტონა), მექსიკაში (120 ტონა), კანადაში (120 ტონა), არგენტინაში (105 ტონა), აზერბაიჯანში (82 ტონა), არაბთა გაერთიანებულ ემირატებში (75 ტონა), ყაზახეთში (45 ტონა), თურქეთში (92 ტონა), უზბეკეთში (66 ტონა), ტუნისში (27 ტონა), გაერთიანებულ სამეფოში (22 ტონა), ყირგიზეთში (44 ტონა), იორდანიაში (30 ტონა).