სოფლის მეურნეობა
09/07/2021

46,4 მლნ ბოთლი - ქართული ღვინის ექსპორტი პანდემიამდელ მაჩვენებელსაც უსწრებს

ქართული ღვინის ექსპორტი გაიზარდა, 2021 წლის პირველ ნახევარში ექსპორტი გაზრდილია 2020 წლის, ასევე 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, წლის პირველ ნახევარში საქართველოდან მსოფლიოს 56 ქვეყანაში 46,4 მლნ-მდე ბოთლი (0,75 ლ) ღვინო იყო ექსპორტირებული, ეს 13%-ით მეტია, ვიდრე 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში.

ღვინის ექსპორტიდან ქვეყანამ 104 მლნ დოლარისშემოსავალი მიიღო, 7%-ით მეტი ვიდრე 2020 წლის 6 თვეში.

აღსანიშნავია, რომ 2019 წლის 6 თვეში საქართველოდან ექსპორტირებული იყო 98 მლნ დოლარის 40,5 მლნ ბოთლი ღვინო.

ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე ბოლო წლების ექსპორტის ზრდის დინამიკა შენარჩუნებულია: პოლონეთი - 31% (2 864 152), ჩინეთი - 10% (2 762 922), ლიეტუვა - 38% (245 940), ლატვია- 2% (809 106), აშშ - 35% (502 353), გერმანია - 4% (364 459), ესტონეთი - 3% (348 538) და დიდი ბრიტანეთი - 60% (283 830).

მთლიანად ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტიდან საქართველომ 170 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 13%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
03

07/06/2022
ბიზნესი

საცივი, ტოლმა, ჩახოხბილი - ბაზარზე ქართული "სადილის" კონსერვები რამდენიმე დღეში გამოჩნდება
04

22/09/2022
სტარტაპი

Bitnet – ქართული კრიპტო სტარტაპი, რომელმაც საერთაშორისო ინვესტიციები მოიზიდა
05

22/06/2022
ბიზნესი

კომპანიამ "შატილი" შოკოლადის კარაქის წარმოება აღადგინა
06

03/07/2023