სოფლის მეურნეობა
13/12/2021

3 თვეში ექსპორტზე 3 500 ტონა ქართული ვაშლი გავიდა

2021 წლის 1 აგვისტოდან 12 დეკემბრის ჩათვლით, საქართველოდან 3 449 ტონა ვაშლის ექსპორტი განხორციელდა, საექსპორტო შემოსავალმა 2.2 მლნ დოლარი შეადგინა.

საქართველოდან ვაშლის ექსპორტი თითქმის სრულად რუსეთის ფედერაციაში განხორციელდა (3,443 ტონა), ხოლო 5 ტონა ვაშლის ექსპორტი განხორციელდა სომხეთში.