სოფლის მეურნეობა
20/04/2023

2030 წლისთვის "დანერგე მომავლის" ფარგლებში მრავალწლოვანი კულტურების წარმოება 200 000 ტონას გადააჭარბებს - მინისტრი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას, სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ შედეგებზე ისაუბრა. 

„ჩვენი გათვლებით, მხოლოდ გასულ წელს პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში გაშენებული ახალი ბაღებიდან მივიღეთ 40 ათასი ტონაზე მეტი მოსავალი, რომლის ღირებულება 85 მლნ ლარს აღემატება. მომდევნო წლებში, პროგრამით გაშენებული მრავალწლოვანი კულტურების საპროგნოზო მოსავალი მნიშვნელოვნად გაიზრდება, რაც განპირობებულია გაშენებული ბაღების მსხმოიარობაში შესვლით. საპროგნოზო მაჩვენებლით, 2030 წლისათვის, მხოლოდ ამ პროგრამის ფარგლებში გაშენებული ბაღებიდან, მრავალწლოვანი კულტურების წარმოება 200 ათას ტონას გადააჭარბებს, რომლის ღირებულება, დაახლოებით, 500 მილიონი ლარი იქნება. აღსანიშნავია, რომ პროგრამის ფარგლებში, ჯამში მუდმივად დასაქმებულთა რაოდენობა 10 000-მდე, ხოლო დროებით დაქირავებულთა რაოდენობა 45 000-მდეა“, - აღნიშნა ოთარ შამუგიამ.

ქვეყანაში წლიდან წლამდე იზრდება თანამედროვე ხეხილის ბაღების ფართობები, რაც ერთ-ერთი წარმატებული სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ შედეგია. პროგრამის დაწყებიდან დღემდე, გაშენებულია 20.000 ჰექტრამდე თანამედროვე ბაღი, მოწყობილია 16 თანამედროვე სანერგე მეურნეობა.

წარმატებით მიმდინარეობს შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი, რომლითაც მხოლოდ 2022 წელს  16 ათასზე მეტმა ბენეფიციარმა ისარგებლა. გაცემულია 990 მლნ ლარზე მეტი სესხი, სადაც სახელმწიფო თანადაფინსება 170 მლნ ლარზე მეტია

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
03

07/06/2022
ბიზნესი

საცივი, ტოლმა, ჩახოხბილი - ბაზარზე ქართული "სადილის" კონსერვები რამდენიმე დღეში გამოჩნდება
04

22/09/2022
სტარტაპი

Bitnet – ქართული კრიპტო სტარტაპი, რომელმაც საერთაშორისო ინვესტიციები მოიზიდა
05

22/06/2022
ბიზნესი

კომპანიამ "შატილი" შოკოლადის კარაქის წარმოება აღადგინა
06

03/07/2023