სოფლის მეურნეობა
25/11/2022

2023 წლიდან მეფუტკრე ფერმერების იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია დაიწყება

2023 წლიდან მეფუტკრე ფერმერები იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროცესში ჩაერთვებიან, - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სააგენტო განმარტავს, რომ საფუტკრე მეურნეობების რეგისტრაციას სააგენტო გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ცხოველთა რეგისტრაციის ეროვნული სისტემის (NAITS) პროექტის მხარდაჭერით, უსასყიდლოდ უზრუნველყოფს.

საფუტკრე მეურნეობის რეგისტრაციისთვის ფერმერებმა სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონულ/მუნიციპალურ ოფისებს უნდა მიმართონ.

ფერმერთა ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით, მომზადდა შესაბამისი საინფორმაციო მასალა. სურსათის ეროვნული სააგენტოსა და ცხოველთა რეგისტრაციის ეროვნული სისტემის (NAITS) პროექტის წარმომადგენლები მეფუტკრე ფერმერებთან რეგულარულ შეხვედრებს მართავენ.

სააგენტოში ამბობენ, რომ იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია ხელს უწყობს ცხოველური წარმოშობის პროდუქტის მიკვლევადობის სისტემის დანერგვას, რაც სურსათის უვნებლობის ჯაჭვში უმნიშვნელოვანეს რგოლს წარმოადგენს; ასევე, ფერმერებს საშუალებას აძლევს, ჩაერთონ და ისარგებლონ სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამით, აწარმოონ კონკურენტუნარიანი პროდუქცია და შეუფერხებლად მოახდინონ მისი რეალიზაცია ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
03

07/06/2022
ბიზნესი

საცივი, ტოლმა, ჩახოხბილი - ბაზარზე ქართული "სადილის" კონსერვები რამდენიმე დღეში გამოჩნდება
04

22/09/2022
სტარტაპი

Bitnet – ქართული კრიპტო სტარტაპი, რომელმაც საერთაშორისო ინვესტიციები მოიზიდა
05

22/06/2022
ბიზნესი

კომპანიამ "შატილი" შოკოლადის კარაქის წარმოება აღადგინა
06

03/07/2023